მიხეილ ქურდაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიხეილ ზაქარიას ძე ქურდაძე (დ. 1937 — გ. 10 მარტი, 1993, თბილისი) — ქართველი იურისტი, იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი.

საქართველოს პროკურატურაში მუშაობდა 1964 წლიდან. 1987–1990 წლებში იყო ქ. რუსთავის პროკურორი, 1990 წელს დაინიშნა თბილისის პროკურორად.[1] ამავდროულად, მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის კათედრაზე; იყო 4 მონოგრაფიის, 2 სახელმძღვანელოს (თანაავტორობით), 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიცისტური სტატიის ავტორი.[2]

1993 წლის 10 მარტს თბილისში, მ. კოსტავას ქუჩაზე, საკუთარი სახლის წინ, ქურდაძე მოკლეს რამდენიმე გასროლით. 2002 წელს ქურდაძის მკვლელობის საქმეში დამნაშავედ სცნეს დაქირავებული მკვლელი კობა გურგენიძე, თუმცა შემკვეთი არ დასახელებულა.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ციფრული ფოტომატიანე / ლევან გიორგის ძე დოლიძის კოლექცია. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ნანახია 3 თებერვალი, 2019.
  2. პროკურატურის ეზოში თბილისის ყოფილი პროკურორის მიხეილ ქურდაძის ბიუსტი გაიხსნა[მკვდარი ბმული]. geonews.ge. 30 მაისი, 2016. ნანახია 3 თებერვალი, 2019.
  3. პროკურორის მკვლელობის ისტორია პირველი შეკვეთილი მკვლელობა დაარქივებული 2019-02-07 საიტზე Wayback Machine. . «24 საათი». 14 ივნისი, 2002. ქართული პრესის ელექტრონული არქივი. ნანახია 3 თებერვალი, 2019.