მიხეილ ფრადკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მიხეილ ფრადკოვი

მიხეილ ფრადკოვი (რუს. Михаи́л Ефи́мович Фрадко́в; დ. 1 სექტემბერი, 1950. სოფელი კურუმოჩი, კრასნოიარსკის რაონი, კუიბიშევის ოლქი, სსრკ) — რუსი სახელმწიფო მოღვაწე, რუსეთის სტრატეგიული გამოკვლევების ინსტიტუტის დირექტორი 2017 წლის 4 იანვრიდან.

2007-2016 წლებში იყო რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის დირექტორი (2007—2016). რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი (24 აპრილი, 20045 ოქტომბერი, 2016). 2004 წლის 5 მარტიდან 2007 წლის 12 სექტემბრამდე იყო რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე (2004 წლის 7-12 მაისს ჰქონდა ფორმალური შესვენება, როდესაც, კონსტიტუციის თანახმად, მისი მთავრობა გადადგა პრეზიდენტის თავიდან არჩევის შემდეგ). 2007 წლის 12-14 სექტემბერს იყო პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი ვიქტორ ზუბკოვის კაბინეტის ფორმირებამდე.[1]

არის ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (დისერტაციის თემა — „საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების თანამედროვე ტენდენციები და რუსეთის საგარეო ეკონომიკური კავშირები“). ფლობს ინგლისურ და ესპანურ ენებს.

სამხედრო წოდებით არის გადამდგარი პოლკოვნიკი. „სამშობლოს წინაშე დამსახურებების“ ორდენის სრული კავალერი.[2].

პოლიტიკური მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წლის მაისში დაინიშნა რუსეთის ვაჭრობის მინისტრად სერგეი სტეპაშინის მთავრობაში.

2000 წლის მაისში რუსეთის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად გადადგა თანამდებობიდან. 31 მაისს დაინიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანის მოადგილედ, კურირებდა ეკონომიკურ უსაფრთხოებას.

2001 წლის 28 მარტს დაინიშნა რუსეთის საგადასახადო პოლიციის ფედერალური სამსახურის დირექტორად.

2003 წლის 11 მარტს ფედერალური სამსახური გაუქმდა, ხოლო ფრანდკოვი იმავე წლის მაისში დაინიშნა ევროკავშირში რუსეთის სრულუფლებიან წარმომადგენლად ფედერალური მინისტრის რანგში. ასე იყო იგი წარმოდგენილი ევროკავშირი-რუსეთის სამიტზე 2003 წლის 31 მაისს.

2003 წლის ივნისში დაინიშნა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად ევროკავშირთან ურთიერთობის განვითარბის საკითხებში.

2004-2007 წლებში იკავებდა რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს.[3] პრემიერ-მინისტრობის შემდეგ, ცხრა წლის განმავლობაში, იყო რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი და რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრი.

პრემიერ-მინისტრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წლის მარტში რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე შეცვალა მიხეილ კასიანოვი.

ბევრი ანალიტიკოსის აზრით, იყო ე.წ „ტექნიკური პრემიერი“, რომელიც არ ატარებდა საკუთარ პოლიტიკას.[4] ყველა საკვანძო საკითხს წყვეტდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თვლის „პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის“ გენდირექტორის მოადგილე ალექსნდრე მაკარკინი.[5]

2005 წლის 14 ნოემბერს ვლადიმერ პუტინმა დააარსა ორი ახალი თანამდებობა მთავრობაში, რითიც კიდევ უფრო შემცირდა პრემიერის უფლებები. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი მედვედევი გახდა ფრადკოვის მოადგილე და პასუხისმგებელი იყო პრიორიტეტული ნაციონალური პროექტების რეალიზაციაში, ხოლო თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი აგრეთვე გახდა მოადგილე და კურირებდა თავდაცვით-საწარმო კომპლექსს.

2006 წელს მიიღო 2,59 მილიონი რუბლის შემოსავალი, რაც წინა წელიწადთან შედარებით (1,8 მილიონი) 44 პროცენტით მეტი იყო.[6]

2007 წლის 12 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ფრადკოვმა მას მთავრობის გადადგომის თხოვნით მიმართა. მან განაცხადა:

ვიკიციტატა
„მესმის რა, დღეს მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მინდა, რომ თქვენ გქონდეთ სრული თავისუფლება გადაწყვეტილებების მიღებაში, მათ შორის საკადრო. ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან, სწორი იქნებოდა, გამომეთქვა მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის ინიციატივა, რათა თქვენ არ გქონდეთ არანირი შეზღუდვა გადაწყვეტილებების მიღებაში და ძალაუფლებრივი კონფიგურაციის მოწყობაში, მოსალოდნელი პოლიტიკური მოვლენების გამო[7]

პრეზიდენტმა მიიღო ფრადკოვის გადადგომა და მადლობა გადაუხადა მას მთავრობის მიერ მიღწეული შედეგებისთვის. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფრადკოვის მთავრობის დროს ადგილი ჰქონდა ეკონომიკის ზრდის სწრაფ ტემპს, ინფლაციის დონის დაცემას, მოსახლეობის რეალური შემოსავლის ზრდას და მსხვილი სოციალური პროექტების განხორიცელების დაწყებას.[8] გარდა ამისა, პუტინმა შესთავაზა ფრადკოვს პრემიერის მოვალეობის შესრულება სახელმწიფო დუმას მიერ ახალი მთავრობის დამტკიცებამდე.[9]

საზოგადოებრივი აზრის ფონდის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად (რომელიც ფრადკოვის გადადგომის შემდეგ ჩატარდა), რუსთა უმრავლესობამ ვერ მოახერხა, დაესახელებინა ფრადკოვის წარმატება თუ წარუმატებლობა მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე.[10] ფრადკოვის გადადგომას ჯერ კიდევ 2005 წლის ნოემბერში ვარაუდობდნენ ბრიტანელი ექსპერტები.[11]

2007 წლის 9 ოქტომბერს დაინიშნა რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორად.[12][13] ამ თანამდებობაზე ჩაანაცვლა სერგეი ლებედევი, რომელიც დსთ-ს აღმასრულებელი მდივანი გახდა.

2016 წლის 22 სექტემბერს პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორად ფრადკოვის ნაცვლად დანიშნა დუმას ყოფილი თავმჯდომარე, სერგეი ნარიშკინი. ფრადკოვმა დატოვა რუსეთის უშიშროების საბჭო 2016 წლის 5 ოქტომბერს.[14][15]

სანქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის 6 აპრილს შეიყვანეს სანცქიების „კრემლის სიაში“. მის გარდა სიაში იყო პუტინთან დაახლოებული 17 ჩინოვნიკი და 7 ბიზნესმენი.[16][17][18]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Указ Президента Российской Федерации № 1184 от 12.09.2007
  2. Страница на сайте РИСИ
  3. Архив сайта Правительства Российской Федерации
  4. Ясин Е. Г. Назначение Зубкова не имеет ничего общего с демократией // Московские новости, № 36, 14.09.2007
  5. «Газета. Ru»: «С чувством глубокой незавершенности», 12.09.2007
  6. Чиновники богатеют, 4.08.2007
  7. Запись телеэфира Первого канала, 12.09.2007
  8. Начало рабочей встречи с Председателем Правительства Михаилом Фрадковым, 12.09.2007
  9. Путин отправил правительство в отставку, 12.09.2007
  10. ФОМ: 80 % россиян не увидели достижений в работе М.Фрадкова, 27.09.2007
  11. Гадание на премьера
  12. Указ Президента Российской Федерации от 09.10.2007 № 1349.
  13. Федеральные органы исполнительной власти — директор Службы внешней разведки Российской Федерации Фрадков Михаил Ефимович // Правительство Российской Федерации, 18 октября 2007
  14. http://www.kremlin.ru/events/president/news/52949
  15. Официальное опубликование правовых актов в электронном виде
  16. Ukraine-/Russia-related Designations and Identification Update; Syria Designations; Kingpin Act Designations; Issuance of Ukraine-/Russia-related General Licenses 12 and 13; Publication of New FAQs and Updated FAQ. www.treasury.gov. წაკითხვის თარიღი: 2018-04-09.
  17. США расширили санкционный список в отношении России (2018-04-06). წაკითხვის თარიღი: 2018-04-06.
  18. Наказание за «скверные поступки». «Кремлёвский список» превратился из «телефонного справочника» в реальный инструмент воздействия на российскую финансовую элиту