მიხეილ უკლება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ უკლება.
მიხეილ უკლება

მიხეილ უკლება (დ. 15 აპრილი, 1953, ბათუმი, საქართველოს სსრ) — ქართველი დიპლომატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიხეილ უკლება დაიბადა 1953 წლის 15 აპრილს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1977 წელს, 1985 წელს საგარეო ვაჭრობის აკადემია (მოსკოვი). მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, 1998-2001 წლებში წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრს, 2004 წლის მაისიდან 2005 წლამდე იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. საქართველოს პარლამენტმა, მიხეილ უკლება, 2004 წლის 21 დეკემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაამტკიცა და ამ თანამდებობას 2005-2008 წლებში იკავებდა. 2008-2012 წლებში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იყო ბულგარეთში, ხოლო 2012–2013 წლებში — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი. 2013 წლის აპრილიდან 2017 წლამდე საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იყო უკრაინაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]