მიხეილ სალუაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მიხეილ სალუაშვილი
დაბ. თარიღი 16 ივლისი, 1958 (1958-07-16) (60 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ლენინგრადის ტექნოლოგიური ინსტიტუტი; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი;
სამეცნიერო ხარისხი ტექნიკური მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი
ეროვნება ქართველი
პარტია სამართლიანობის აღდგენის კავშირი
ძირითადი იდეები საქართველოს სულიერი მისიის კვლევა
საქმიანობა თეოლოგი; პოლიტოლოგი; კონსტიტუციონალისტი

მიხეილ სალუაშვილი (დ. 16 ივლისი, 1958, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი პოლიტიკოსი. 1980–1982 წლებში მუშაობდა საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში; 1983–1989 წლებში სპი-ს „ლითონის კონსტრუქციების“ კათედრაში; 1990–1991 წლებში სპი-ს „სამოქალაქო თავდაცვის ციკლის“ უფროსად; 1991–1995 წლებში სპი-ს „სამშენებლო კონსტრუქციების“ კათედრის გამგის მოადგილედ — „დაცვითი ნაგებობების“ უფროსად; 1991 წელს იყო საბურთალოს საკრებულოს თავმჯდომარე; 1992 წლის იანვარიდან დღემდე არის „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ის ლასკარის თავმჯდომარე. 133 კრებულისა და 3000-მდე საგაზეთო პუბლიკაციის ავტორი და თადარიგის უფროსი ლეიტენანტი. 2018 წელს იყო საპრეზიდენტო კანდიდატი.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰყავს ორი შვილი და ერთი შვილიშვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]