მიხეილ რევია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიხეილ რევია (დ. 18 ივლისი, 1919, ხუნწი, მარტვილის რაიონი) — ქართველი თანამდებობის პირი, ინჟინერი. სამთო ინჟინერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1938 წელს სწავლა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტზე. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში. მონაწილეობდა ყირიმისა და ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტების საბრძოლო ოპერაციებში. მსახურობდა მოსკოვის სამხედრო ოლქში. სწავლა განაგრძო ინსტიტუტში 1946 წლიდან, რომელიც 1948 წელს დაამთავრა.

იგი სამუშაოდ გაანაწილეს ძერჟინსკში. 1948-1958 წლებში მუშაობდა ტრესტ "ძერჟინსკუგოლის" შახტებში სხვადასხვა თანამდებობებზე - უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად და შახტის დირექტორად. ნახშირის მრეწველობის მინისტრის ბრძანებით გადაყვანილ იქნა "ახალციხნახშირის" N3 შახტის უფროსად 1958 წელს, 1959 წელს კი ტრესტ "საქშახტმშენის", "ახალციხეშახტმშენის" სამმართველოს მთავარ ინჟინრად. 1959-1963 წლებში ტრესტ "ტყვარჩელნახშირის" N2 შახტის უფროს იყო. ჩორდის ბარიტის მაღაროს უფროსად კი 1963-1971 წლებში. ასევე საქართველოს ტექზედამხედველობის სისტემაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე 1969-1995 წლებში. "საქტექზედამხედველობაში" მუშაობისას დიდი წვლილი შეიტანა რესპუბლიკის სამთომომპოვებელ საწარმოებში უსაფრთხოების ტექნიკის მდგომარეობის გაუმჯობესების, საწარმოო ტრავმატიზმისა და ავარიის შემცირების საქმეში. აქტიურად მონაწილეობდა სამთო-ტექნიკური საზოგადოების საქმიანობაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდებში. დაჯილდოებულია მრავალი საბრძოლო და შრომითი ორდენით და მედლით.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, თბ., 2012, გვ. 121

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]