მიხეილ ნანობაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მიხეილ იროდიონის ძე ნანობაშვილი (მიშელ დარიალი) (დ. 1878, თელავი, საქართველო — გ. წ. უცნობია, პარიზი, საფრანგეთი) — უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი (ტენორი).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდობაში თბილისში ეგზარქოსის გუნდში მღეროდა. 1896 წელს შევიდა პეტერბურგის კონსერვატორიაში, შემდეგ კი მეცადინეობდა პროფესორ გაბელთან.1900 წელს გაემგზავრა იტალიაში სწავლის გასაგრძელებლად, სწავლობდა მილანში. 1908-1924 წლებში ნანობაშვილი პარიზის „გრანდ ოპერის“ მომღერალი იყო. გასტროლებს მართავდა იტალიაში, აშშ-ში, თურქეთში, ესპანეთში, რუსეთში; ეწვია თბილისსაც (1911, 1920). ნანობაშვილს ჰქონდა ლამაზი ტემბრის ხავერდოვანი ხმა, ვირტუოზული ტექნიკა, აღსანიშნავია მის მიერ მაღალი ოსტატობით შესრულებული პარტიები; რაული (მეიერბერის „ჰუგენოტები“), ფაუსტი (ბოიტოს „მეფისტოფელი“), დონ ხოზე (ბიზეს „კარმენი“), ვერთერი (მასნეს „ვერთერი“) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ცამციშვილი ა., უცხოეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანნი, თბ., 1962
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 312-313, თბ., 1984 წელი.