მიხეილ მგელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხეილ მგელაძე
რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიანმარში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 სექტემბერი, 2006 – 16 ოქტომბერი, 2012
წინამორბედივასილი პოსპელოვი
მემკვიდრეოლეგ კაბანოვი

დაბადებული2 აპრილი, 1948 (1948-04-02) (76 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
რუსეთის დროშა რუსეთი
ეროვნებაქართველი
საქმიანობადიპლომატი, ისოტირკოსი

მიხეილ მიხეილის ძე მგელაძე (რუს. Мгеладзе, Михаил Михайлович; დ. 2 აპრილი, 1948, თბილისი) — საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ფედერაციის დიპლომატი, ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.[1] წარმოშობით ქართველი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა თბილისში 1948 წელს. 1972 წელს დაამთავრა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი (МГИМО). 1989 წელს დაამთავრა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია.

1972 წლიდან მუშაობდა სხვა და სხვა დიპლომატიურ თანამდებობებზე საბჭოთა კავშირის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და საზღვარგარეთ. 1994-1997 წლებში რუსეთის ფედერაციის საელჩოს მრჩეველი ინდოეთში; 2002-2005 წლებში რუსეთის ფედერაციის გენერალური კონსული მადრასში (ჩენაი, ინდოეთი). 2005-2006 წლებში — რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს აფრიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2006-2012 წლებში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიანმარში.[2][3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]