მიხეილ მგალობლიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მგალობლიშვილი.

მიხეილ ფილიპეს ძე მგალობლიშვილი (მგალობელი) (დ. 1887, ქუთაისი — გ. 1931, თბილისი) — ქართველი ექიმი, პროფესორი (1930).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1904 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და უმაღლესი სამედიცინო განათლების მისაღებად ვენაში გაემგზავრა. დიდად განსწავლული სპეციალისტი სამშობლოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო ერობის ექიმად. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე იგი თბილისის ლაზარეთში პროფესორ გრიგოლ მუხაძესთან ერთად მოღვაწეობს.

1919 წელს განაგებს რკინიგზის საავადმყოფოს გინეკოლოგიურ განყოფილებას, შემდეგ თბილისის უნივერსიტეტის გინეკოლოგიური კლინიკის მთავარი ასისტენტია. 1925 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, ხოლო ერთი წლის შემდეგ მიავლინეს გერმანიასა და საფრანგეთში მკურნალობის ახალი მეთოდების შესასწავლად. უცხოეთიდან დაბრუნებული ლექციებს კითხულობს უნივერსიტეტში და პარალელურად ეწევა პრაქტიკულ საქმიანობას.

მიხეილ მგალობლიშვილს ეკუთვნის 23 სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც გამოიცა ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. ღვაწლმოსილი მეცნიერი იყო შესანიშნავი კლინიცისტი. იგი აქტიურად მონაწილეობდა წითელი ჯვრის ორგანიზაციაში, იყო ჟურნალ „თანამედროვე მედიცინის“ პირველი რედაქტრი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 260, თბ., 1994