მიხეილ ლომონოსოვის ძეგლი (სანქტ-პეტერბურგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მიხეილ ლომონოსოვის ძეგლი
Памятник Ломоносову
Памятник М. В. Ломоносову (Санкт-Петербург, площадь Ломоносова).jpg
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი ანტონინ ლიტკინი
მოქანდაკე პარმენ ზაბელო
მასალა ბრინჯაო, წითელი და ნაცრისფერი გრანიტი
გახსნის თარიღი 1892
მიძღვნილია მიხეილ ლომონოსოვი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810561000

მიხეილ ლომონოსოვის ძეგლი (რუს. Памятник Ломоносову) — რუსი ბუნებისმეტყველის მიხეილ ლომონოსოვის ძეგლი სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ რაიონში, ლომონოსოვის მოედანზე, მდინარე ფონტანკის სანაპიროზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1890 წლის მარტში სანქტ-პეტერბურგის საქალაქო დუმამ გადაწყვიტა დაედგათ მიხეილ ვასილის ძე ლომონოსოვის ძეგლი მდინარე ფონტანკის სანაპიროზე სკვერში, ამჟამინდელი ლომონოსოვის ხიდის ახლოს. ძეგლის ავტორი გახდა რუსი მოქანდაკე და აკადემიკოსი პარმენ პეტრეს ძე ზაბელო, რომელმაც სანქტ-პეტერბურგის საქალაქო დუმას არქიტექტორად შესთავაზა ნიკოლოზ ლეონტის ძე ბენუა. ძეგლის კვარცხლბეკის პროექტი შეიმუშავა არქიტექტორმა ანტონინ სერგის ძე ლიტკინმა.

ლომონოსოვის ბიუსტი და ბარელიეფი, რომელიც კვარცხლბეკზეა განთავსებული ჩამოასხეს ა. მორანის ბრინჯაოს ჩამომსხმელ ქარხანაში. თავად კვარცხლბეკი დაამზადეს მოქანდაკე კ. ო. გვიდის სახელოსნოში ნაცრისფერი გრანიტისაგან, კვარცხლბეკის სადგამი კი პიუტერლახის წითელი გრანიტისაგან არის დამზადებული. ქანდაკების წინა მხარე შემკულია ბარელიეფით, რომელზეც გამოსახულია წიგნის მკითხველი სოფლელი ბიჭი - ეს ლომონოსოვის სახეა ბავშვობაში.

ბარელიეფზე არსებული ტექსტის პროექტი შეიმუშავა ქალაქის დუმის წევრმა ი. ი. დომონტოვიჩმა. ბარელიეფის წინა მხარეზე არის შემდეგი წარწერა:

МИХАИЛЪ ВАСИЛЬЕВИЧЪ

ЛОМОНОСОВЪ

РОДИЛСЯ БЛИЗЪ Г. ХОЛМОГОРЪ
ВЪ 1711 ГОДУ
СКОНЧАЛСЯ В С. ПЕТЕРБУРГѣ

4 АПРЕЛЯ 1765 ГОДА

ძეგლის უკანა მხარეს ამოკვეთილია ალექსანდრე პუშკინის ლექსი:

Неводъ рыбакъ разстилалъ

ЛОМОНОСОВЪ

по брегу студенаго моря
Мальчикъ отцу помогалъ
Отрокъ, оставь рыбака
Мрежи иныя тебя ожидаютъ
иныя заботы
Будешь умы уловлять
будешь помощникъ Царямъ!

Пушкинъ

Воздвигнутъ въ 1892 году
Петербургскимъ городскiмъ

Общественнымъ Управленiемъ

ბრინჯაოს ბიუსტის სიმაღლეა 1,45 მეტრი, კვარცხლბეკის სიმაღლე კი 2,75 მეტრია.

ძეგლი გაიხსნა 1892 წლის 24 სექტემბერს. 2000-იანი წლების დასაწყისში ძეგლი გაარემონტეს და 2002 წლის 31 ოქტომბერს აღმართეს ძველ ადგილზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]