მიხეილ ლერმონტოვის ძეგლი (გროზნო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხეილ ლერმონტოვის ძეგლი
Памятник Михаилу Лермонтову
კოორდინატები 43°19′08″N 45°43′18″E / 43.3189° ჩ. გ. 45.721719° ა. გ. / 43.3189; 45.721719
მდებარეობა გროზნო, რუსეთი
მოქანდაკე ნიკოლაი ხოდოვი
მასალა ბრინჯაო
თარიღდება 2012

მიხეილ ლერმონტოვის ძეგლი (რუს. Памятник Михаилу Лермонтову) — გამოჩენილი რუსი პოეტის, მხატვრისა და ოფიცრის მიხეილ იურის ძე ლერმონტოვის ძეგლი ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიხეილ ლერმონტოვის ძეგლი მდებარეობს მოჰამედ ალის პროსპექტზე (ყოფილი სერგეი კიროვის პროსპექტი) გროზნოში, მიხეილ ლერმონტოვის სახელობის რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრის სიახლოვეს.

მიხეილ ლერმონტოვი გამოსახულია სამხედრო ფორმაში, რომელიც ზის დაბალ სკამზე. სამხედრო ფორმა სწორედ ისეთია, როგორითაც პოეტი მსახურობდა ჩრდილოეთ კავკასიაში. კვარცხლბეკზე ამოკვეთილია რამდენიმე სტრიქონი მიხეილ ლერმონტოვის ლექსიდან, რომელიც ეძღვნება კავკასიას: „Как сладкую песню Отчизны моей, люблю я Кавказ!“[1]. ძეგლის ავტორია ოსი მოქანდაკე ნიკოლაი ხოდოვი.

ძეგლის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1840 წელს გროზნოს ციხესიმაგრეში, საიდანაც სათავეს იღებს ქალაქ გროზნოს ისტორია, მიხეილ ლერმონტოვი შევიდა სამხედრო სამსახურში. ცნობილი გროზნოელის პატივსაცემად 2012 წლის ივნისში აღმართეს მისი ძეგლი. ბრინჯაოს ქანდაკება ჩეჩნეთის რესპუბლიკას საჩუქრად გადასცა ძეგლის ავტორმა ნიკოლაი ხოდოვმა.

ძეგლის საზეიმო გახსნა შედგა 2012 წლის 19 ივნისს. ძეგლის გახსნის ცერემონიალს ხელმძღვანელობდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი და რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე დიმიტრი მედვედევი[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]