შინაარსზე გადასვლა

მიხეილ კრასენკოვი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხეილ კრასენკოვი

მიხეილ კრასენკოვი 2021 წელს
ქვეყანა (სპორტი) საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი სსრკ (1991-მდე)
პოლონეთის დროშა პოლონეთი პოლონეთი (1996-დან)
დაბადების თარიღი 14 ნოემბერი, 1963 (1963-11-14) (62 წლის)
დაბადების ადგილი მოსკოვი, რუსეთის სფსრ
წოდება დიდოსტატი (1989)

მიხეილ კრასენკოვი (რუს. Михаил Владимирович Красенков; პოლ. Michał Krasenkow; დ. 14 ნოემბერი, 1963, მოსკოვი) — პოლონელი, მანამდე საბჭოთა მოჭადრაკე; დიდოსტატი (1989), ფიდეს უფროსი მწვრთნელი (2012).

დაიბადა მოსკოვში (დაბადების გვარი — აზოსი). 1985 წელს დაამთავრა მოსკოვის ნავთობქიმიური და აირის მრეწველობის ინსტიტუტი გამოყენებითი მათემატიკის სპეციალობით. ჭადრაკში მეცადინეობდა მოსკოვის პიონერთა სასახლეში მიხეილ ბოტვინიკის სკოლაში.

მიხეილ კრასენკოვის პირველი სერიოზული წარმატებები დაკავშირებულია საქართველოსთან: 1987 წელს იგი გახდა საქართველოს ჩემპიონი.[1] ასევე წარმატებით გამოდიოდა მოსკოვის ჩემპიონატებსა და საკავშირო ტურნირებში.

1992 წელს საცხოვრებლად გადავიდა პოლონეთში, ხოლო 1996 წელს მიიღო ამ ქვეყნის მოქალაქეობა. ორჯერ მოიგო პოლონეთის ინდივიდუალური ჩემპიონატი (2000, 2002) და 14-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი სხვადასხვა კლუბის შემადგენლობაში. 1996–2004 წლებში პოლონეთის სახელით მონაწილეობდა საჭადრაკო ოლიმპიადებსა და ევროპის გუნდურ ჩემპიონატებზე.

2000 წელს კრასენკოვმა მსოფლიო რეიტინგში მე-10 ადგილს მიაღწია (ელოს რეიტინგი 2702), რითაც გახდა პირველი პოლონელი მოჭადრაკე, რომელმაც 2700-იან ზღვარს გადააბიჯა.

მიხეილ კრასენკოვს მოგებული აქვს მრავალი საერთაშორისო ტურნირი, მათ შორის:

იგი ასევე ცნობილია როგორც საჭადრაკო თეორეტიკოსი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რომლებიც ეხება დებიუტებსა და საჭადრაკო ტაქტიკას.

  1. გიორგაძე, თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. I, თბ., 1995.  გვ. 90.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]