მიხეილ კავსაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიხეილ კავსაძე (დ.1880, ხოვლე, გორის მაზრა — გ. 10 მაისი, 1951, თბილისი) — ქართველი მომღერალი, სახალხო გუნდის ლოტბარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1888-1894 წლებში სწავლობდა გორის სასულიერო სემინარიაში, 1895-1899 წლებში კი - თბილისის ქართულ გიმნაზიაში. მუსიკალური განათლება არ მიუღია. 1897 წელს ილია ჭავჭავაძის რჩევით, მომღერალთა გუნდი ჩამოაყალიბა. 1900-1903 წლებში კონცერტებს მართავდა თბილისის მუშათა უბნის თეატრებში. ასრულებდა რევოლუციურ სიმღერებს („მარსელიეზა“, „ჩვენ ვართ მჭედელნი“, „ძმებო, დროშა გაიშალა!“). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდულ გამოცემებში მის შესახებ არაერთი წერილი და ფოტო გამოქვეყნდა. რეგულარულად მართავდა კონცერტებს. 1918 წლის 31 ივლისს კონცერტი გამართა დემოკრატიულ კლუბ მუშტაიდში. 1918 წლიდან ქართული სიმღერა-გალობის კურსები ჩამოაყალიბა. 1923-1926 წლებში ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტის გუნდს. 1936 გორის მომღერალთა ეთნოგრაფიულ გუნდს, 1938 - კასპის, 1940 კი - თბილისის მომღერალთა გუნდებს. აგროვებდა ქართულ ხალხურ სიმღერებს, აქვეყნებდა წერილებს ქართული ხალხური მუსიკის შესახებ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჭანტურიძე ს., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 210-211.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]