მიხეილ თარაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიხეილ თარაშვილი (დ. თებერვალი, 1905, გურჯაანი — გ. 17 დეკემბერი, 1990) — ქართველი ბიზნესმენი.

ბიოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიშა 5 წლისა იყო, როცა მამა გარდაეცვალა ფილტვების ანთებით. დედა სულ ახალგაზრდა დაქვრივდა, მაგრამ შვილებისთვის არაფერი დაუკლია. მიხეილი ზამთრობით თბილისში ცხოვრობდა დეიდებთან და სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლობდა, არდადეგებს კი სოფელში ატარებდა. ემიგრაციაში მიხეილ თარაშვილი 1921 წელს წავიდა. საფრანგეთში იგი „თეთრი გიორგის“ მოძრაობას მიეკედლა. მეორე მსოფლიო ომის დროს მსახურობდა გერმანიის ჯარში. იბრძოდა ყირიმში, ჩრდილო კავკასიაში. სამოქალაქო ცხოვრებას მხოლოდ 1943 წელს დაუბრუნდა. მისი ცხოვრების ამ ეპიზოდზე დაწერილი აქვს მოგონება „ვაკანსი იალტაში“, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალ „გუშაგში“. ომის შემდეგ მიხეილ თარაშვილი დასახლდა საფრანგეთის პატარა ქალაქ სენტ-ამანდ-მონტროში, ცოლად ფრანგი ქალი შეირთო და ხელი მიჰყო ვაჭრობას. ამ ქალაქში ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე და აქვე გარდაიცვალა 1990 წლის 17 დეკემბერს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თარაშვილი, მიხეილ. ბავშვობისა და ყრმობის მოგონება : [1917-1921 წლების მოვლენები] / მიხეილ თარაშვილი // გუშაგი. პრ., 1986.
  • მიხეილ თარაშვილი // ილია ემიგრანტთა თვალით : ტ. 2 / შემდგ.-რედ.: დალი სინჯარაძე, ნათია ბებიაშვილი. - თბ., 1996. გვ.267
  • თარაშვილი, მიხეილ. ილია არ შემცდარა / მიხეილ თარაშვილი // ილია ემიგრანტთა თვალით : ტ. 2 /შემდგ.-რედ.: დალი სინჯარაძე, ნათია ბებიაშვილი. - თბ., 1996. გვ. 149-151; გუშაგი. პრ., 1987. გვ.41-44

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]