შინაარსზე გადასვლა

მიხეილ ზირაქაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიხეილ ილიას ძე ზირაქაძე (დ. 5 იანვარი, 1925, სოფ. ზეგანი, ახლანდ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი, — გ. 22 სექტემბერი, 1998, თბილისი) — ქართველი გეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1988), საქართველოს დამსახურებული გეოლოგი (1975).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი 1949 წელს. 1950–1960 წლებში მუშაობდა რუსეთში (იაკუტიის ავტონომიურ რესპუბლიკაში), სადაც აღმოაჩინა რამდენიმე ათეული პოლიმეტალური საბადო. საქართველოში დაბრუნების (1960) შემდეგ მუშაობდა ტრესტ „საქნავთობის“ სისტემაში თავდაპირველად აგეგმვითი, შემდეგ — თემატური პარტიის უფროსის თანამდებობაზე. ზირაქაძის კვლევის სფერო იყო დასავლეთ საქართველოს გეოლოგიური აგებულება და ნავთობგაზიანობის პერსპექტივები. გურიის მთისწინა ქვიშაქვიანი ჰორიზონტების ბურღვის შედეგად დადასტურდა ნავთობის საბადოს არსებობა, რომელსაც ზირაქაძემ შრომისუბან-წყალწმინდის ნავთობის საბადო უწოდა. 1995–1998 წლებში ზირაქაძე პარალელურად პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნავთობისა და გაზის საბადოთა ძებნა-ძიების კათედრაზე.

  • ნავთობისა და გაზის დაგროვებების ძებნა-ძიების თეორიული საფუძვლები და მეთოდები, თბ., 1998.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]