მიხეილ ზანდუკელის სახლ-მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიხეილ ზანდუკელის სახლ-მუზეუმი — ისტორიული ძეგლი, მდებარეობს სოფელ არანისის აღმოსავლეთ განაპირას. აგებულია XIX საუკუნის II ნახევარში. ამ სახლში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი პედაგოგი და ლიტერატურადმცოდნე მიხეილ ზანდუკელი. სახლი ორსართულიანია ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. შენობის უკანა კედელი შეჭრილია მთის ფერდობში. პირველ სართულზე ხუთი ოთახია. ყოველ ოთახს ან სამხრეთის, ან დასავლეთის მხარეს თითო კარი და ფანჯარა აქვს. მეორე სართულზე თერთმეტი ოთახია. სამხრეთით და დასავლეთით ამ სართულს მთელ სიგრძეზე ხის აივანი გასდევს. აივანზე ყოველი ოთახის თითო კარი და ფანჯარა გამოდის. ჩრდილოეთით, მთავარი ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში, პატარა აივანია რომლითაც შუაში კარი და ექვსსაფეხურიანი კიბე აქვს. ასეთივე კიბეა შენობის დასავლეთ მხარეს, აივნის ჩრდილოეთ ნაწილში. სახლს ხის კონსტრუქციის ოთხფერდა სახურავი აქვს, გადახურულია ღარიანი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]