შინაარსზე გადასვლა

მიხეილ ვეტოშკინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხეილ ვეტოშკინი
დაბ. თარიღი 5 ნოემბერი, 1884(1884-11-05)[1]
დაბ. ადგილი ირკუტსკის გუბერნია
გარდ. თარიღი 2 თებერვალი, 1958(1958-02-02)[2] (73 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი[2]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
რსფსრ
 სსრკ
საქმიანობა ისტორიკოსი და პოლიტიკოსი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები ლენინის ორდენი
ხელმოწერა

მიხეილ კუზმას ძე ვეტოშკინი (რუს. Михаи́л Кузьми́ч Вето́шкин, პარტიული ფსევდონიმი ორლოვი, ივანოვი, კუზმიჩი; დ. 5 ნოემბერი, 1884, სოფ. უსოლიე — გ. 2 თებერვალი, 1958, მოსკოვი) — საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, ისტორიკოსი. კომპარტიის წევრი 1904 წლიდან.

მუშაობდა რსდმპ ციმბირის კავშირში, იყო სოციალურ-დემოკრატიულ პარტიის კომიტეტების წევრი კრასნოიარსკში, ტომსკში, ჩიტასა და ხარბინში. 1908-1912 წლებში არალეგალურ პარტიულ მუშაობას ეწეოდა ფსკოვის გუბერნიაში. 1912-1917 წლებში სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში. 1917 წლის აპრილიდან იყო ვოლოგდის და ველიკი უსტიუგის საბჭოების, 1917 წლის დეკემბერ-იანვრიდან რსდმპ ვოლოგდის საგუბერნიო კომიტეტის წევრი. 1918-1920 წლებში — ვოლოგდის საგუბერნიო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე. რკპ VII და VIII ყრილობების დელეგატი. არჩეული იყო სრულიად რუსეთის ცაკის, ყირიმის რევკომისა და რკპ საოლქო კომიტეტის, შემდეგ კიევის საგუბერნიო რევკომის და უკრაინის კომუნისტური პარტიის საგუბერნიო კომიტეტის წევრად. 1920 წლის შემოდგომიდან რსფსრ მუშგლეხინის სახელობის კომისარიატის კოლეგიის წევრი. 1922 წლიდან უკრაინის სსრ იუსტიციის შემდეგ მუშგლეხინის სახელმწიფო კომისარი. 1925-1941 წლებში სსრკ ცაკის საბიუჯეტო კომისიის პასუხისმგებელი მდივანი. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (1953). ვეტოშკინი ავტორია შრომებისა რუსეთის ისტორიისა და სკკპ ისტორიის საკითხებზე. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.