მიხეილ ეგოროვი
იერსახე
მიხეილ ალექსის ძე ეგოროვი (რუს. Михаи́л Алексе́евич Его́ров; დ. 5 მაისი, 1923, სოფ. ერმონშეკი, რუდნიის რ-ნი, სმოლენსკის ოლქი, — გ. 30 ივნისი, 1975, ქ. სმოლენსკი) — რუსი სამხედრო პირი, საბჭოთა კავშირის გმირი (1946), წითელი არმიის სერჟანტი.
II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა პარტიზანულ რაზმებში, 1944 წლიდან — ბელორუსიის I ფრონტზე 150-ე მსროლელთა დივიზიის 756-ე პოლკში. ოფიციალური ცნობებით ეგოროვმა 1945 წლის 1 მაისს უმცროს სერჟანტ მელიტონ ქანთარიასთან ერთად ბერლინში, რაიხსტაგის გუმბათზე აღმართა „გამარჯვების დროშა“. დაიღუპა საავტომობილო კატასტროფაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩინჩილაკაშვილი ტ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
