მიხეილ დიასამიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მიხეილ დიასამიძე
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 11 აპრილი, 1913
დაბადების ადგილი ვანი, ქუთაისის მაზრა
გარდაცვალების თარიღი 3 ივნისი, 1992
გარდაცვალების ადგილი კურსკი, რუსეთი
ჯარის სახეობა წითელი არმია
სამხედრო სამსახურის წლები 1924-1962
წოდება Red Army Col 1943 h.png
ბრძოლები/ომები მეორე მსოფლიო ომი
ჯილდოები საბჭოთა კავშირის გმირი

მიხეილ დიასამიძე (დ. 11 აპრილი, 1913 — გ. 3 ივნისი, 1992) — საბჭოთა გვარდიის პოლკოვნიკი, მეორე მსოფლიო ომის გმირი.

დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელი გაღმა ვანში (ამჟამინდელი ქალაქი ვანი). 1929 წლიდან გაწევრიანდა წითელ არმიაში. დაამთავრა ბაქოს სამხედრო ქვეითთა სასწავლებელი 1933 წელს, იმავე წელს დაინიშნა ნოვოროსიისკში 22-ე წითელდროშოვანი მსროლელი დივიზიის 65-ე პოლკის ოცეულის მეთაურად. 1937 წლიდან მსახურობდა შორეულ აღმოსავლეთში, სადაც მეთაურობდა პოლკის სკოლასა და ბატალიონს.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ჩაება ბრძოლებში, 1938 წელს მონაწილეობდა იაპონელთა წინააღმდეგ ბრძოლაში ხასანის ტბასთან. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საბრძოლო ორდენები და მედლები, 1942 წელს, სტალინგრადის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის ორდენი. 1958 წელს მისი ხელმძღვანელობით მეომრებმა კურსკის მახლობლად გააუვნებელყვეს ომის წლებში გერმანელი ფაშისტების მიერ დანაღმული ველი.

გარდაიცვალა კურსკში, 1992 წელს, დაკრძალულია კურსკის ნიკიტის სამხედრო სასაფლაოზე. დიასამიძის სახელი მინიჭებული აქვს ქუჩას ქალაქ კურსკში, მისი სახელობის მემორიალური სვეტი დგას ვოლგოგრადის სამხედრო ხეივანში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]