მიხეილ გურგენიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურგენიძე.

მიხეილ გიორგის ძე გურგენიძე (დ. 1842 — გ. 1885) — ქართველი ხალხოსანი ჟურნალისტი, პუბლიცისტი.

სწავლობდა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ინსპექტორად განაწესეს ოდიშის სასულიერო სასწავლებელში. 1881-1883 წლებში იყო ჟურნალ „იმედის“ რედაქტორი. პერიოდულ პრესაში სისტემატურად აქვეყნებდა წერილებს და მკაცრად აკრიტიკებდა ცარიზმის პოლიტიკას, მიუთითებდა გლეხთა მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ლიტერატურას და ხალხის ფართო მასებში განათლების შეტანას. მისი სიტყვით, მწერლობამ უნდა ამხილოს ცხოვრებისეული ნაკლოვანებანი და უჩვენოს მათგან გათავისუფლების გზა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]