მიხეილ გორდაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორდაძე.
მიხეილ გორდაძე
დაბადების ადგილი თელავი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1919
გარდაცვალების ადგილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ფსევდონიმი აბულაძე[1]
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

მიხეილ გორდაძე, აგრეთვე ცნობილილია ფსევდონიმით აბულაძე (დ. 1860, თელავი, — გ. მაისი, 1919, იქვე) — ქართველი პოეტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუშაობდა ტოლეს საპნისა და გენადის მინერალური წყლების ქარხანაში. მის მიერ ხალხურ კილოზე დაწერილი ლექსების თემა იყო მუშათა მძიმე ცხოვრება, გაუნათლებლობა. 1880 წელს, გაზეთი „დროების“ ცნობით, „არჩილიანის“ გამოცემა განუზრახავს, მაგრამ უშედეგოდ. 1881 წელს გამოსცა კრებული „სამშობლო ანუ ლექსთა კრება“, 1893 წელს კი „ლექსნი“. 24 დეკემბერს, 1893 წელს, გაზეთ „ივერიაში“ მისი ლექსი „ჩიტი“ დაიბეჭდა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში მისი ფოტოები და ლექსები იბეჭდებოდა.

ვიკიციტატა
„მისი წერის საგანი იყო მშრომელთა ტრფიალი, სამშობლო ქვეყნის სიყვარული, მჩაგვრელთა გმობა, ხალხის უკეთესი მომავლისკენ მოწოდება, ერში საზნეო მისწრაფებათა გავრცელება.“

1918 წელს დაიბეჭდა მისი ჩანაწერი „ქართულ უნივერსიტეტში“ (მოსმენილი ივანე ჯავახიშვილის ლექციიდან).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჭანტურიძე ს., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 102.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]