მიხეილ გონიკიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიხეილ გიორგის ძე გონიკიშვილი (დ. 28 დეკემბერი, 1924, სოფ. ზეკოტა, ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტი — გ. 16 იანვარი, 2020) — ქართველი ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1999).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1953 წელს დაამთავრა მოსკოვის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. 1954 წლიდან მუშაობდა საქართველოს კპ ცკ-თან არსებულ რესპუბლიკურ პარტიულ სკოლაში. 1959 წლიდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში სხვადასხვა სამეცნნიერო 99 თანამდებობებზე. გონიკაშვილის კვლევის ძირითადი მიმართულებაა საქართველოს ბაგრატიონთა სამეფო გვარის საქმიანობა. მისი კვლევები ეძღვნება როგორც რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამდე პერიოდს, ისე შემდგომ ხანას. რამდენიმე ნაშრომი მიუძღვნა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ისტორიას. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია და 5 მონოგრაფია. გონიკიშვილი არის II მსოფლიო ომის ვეტერანი, მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული ბიბლიოგრაფის წოდება (1971), იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო პრემია (2006). დაჯილდოებულია საბრძოლო ორდენებით.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იმერეთის სამეფო XVIII–XIX სს. მიჯნაზე, თბ.,
  • 1964; საგლეხო-საადგილმამულო რეფორმა თერგის ოლქში, თბ., 1984;
  • ბაგრატიონთა გადასახლება და მოღვაწეობა რუსეთში, ნაწ. I, თბ., 1986, ნაწ. II, თბ., 2002

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]