მიხეილ გოლიცინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

მიხეილ გოლიცინი (დ. 1 ნოემბერი, 1675 ― გ. 10 დეკემბერი, 1730) — რუსი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი (1725).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1687 წლიდან მსახურობდა გვარდიულ სემიონოვსკოეს პოლკში. მონაწილეობდა აზოვის ლაშქრობაში, ჩრდილოეთის ომში (1700–1721). 1702 წელს ხელმძღვანელობდა ნოტებურგის იერიშს. 1708 წელს დობრისთან დაამარცხა შვედები და თავი გამოიჩინა ლესნაიას ბრძოლაში. 1709 წელს პოლტავის ბრძოლაში ხელმძღვანელობდა გვარდიას და ა. მენშიკოვთან ერთად მეთაურობდა შვედების დევნას. 1711 წელს მონაწილეობდა პრუტის ლაშქრობაში. 1714 წლიდან ჯარის მეთაური იყო სამხრეთ ფინეთში, სადაც შვედები დაამარცხა ნაპოსთან. მონაწილეობდა საზღვაო ბრძოლაში განგუტთან. 1720 წელს მისი სარდლობით რუსეთის ფლოტმა გაიმარჯვა გრენგამთან. 1822–1723 წლებში ჯარს მეთაურობდა უკრაინაში. 1728 წლიდან იყო სამხედრო კოლეგიის პრეზიდენტი და უმაღლესი საიდუმლო საბჭოს წევრი. ანა ივანეს ასულის დროს შერისხეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]