მიხეილ გიგინეიშვილი (უმცროსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მიხეილ გიგინეიშვილი)
ეს სტატია მიხეილ გიგინეიშვილს (1939-1994) ეხება. მამამისის შესახებ იხილეთ მიხეილ სამსონის ძე გიგინეიშვილი.

მიხეილ მიხეილის ძე გიგინეიშვილი (დ. 20 სექტემბერი, 1939, თბილისი — გ. 28 იანვარი, 1994, თბილისი) — ქართველი მეან-გინეკოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1980), პროფესორი (1981).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1962 წელს დაამთავრა მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტი. 1963-1969 წლებში მუშაობდა თბილისში კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტში, 1970-1983 — ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლ. I კათედრაზე. 1983 წლიდან განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლ. კათედრას.

გიგინეიშვილი შეისწავლიდა საშვილოსნოს კუმშვადობის ფიზიოლოგიასა და პათოლოგიას,სამეანო და გინეკოლ. სისხლდენას, სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების ჰიპერპლაზიურ პროცესებს, სიმსივნურ წარმონაქმნებზე ჰორმონების გავლენას და სხვა. 1989 წელს სახელმძღვანელოებისათვის „მეანობა“ (1983) და „გინეკოლოგია“ (1987) მამასთან — მიხეილ სამსონის ძე გიგინეიშვილთან ერთად მიენიჭა საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო პრემია (1989).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]