მიხეილ გაფრინდაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხეილ გაფრინდაშვილი
დაბ. თარიღი 21 იანვარი, 1927(1927-01-21)[1]
დაბ. ადგილი ჭაბუკიანი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სსრკ
გარდ. თარიღი 25 იანვარი, 1999(1999-01-25) (72 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიხეილ გაფრინდაშვილი (დ. 21 იანვარი, 1927, ჭაბუკიანი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი — გ. 25 იანვარი, 1999) — ქართველი ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1949 წელს ასპირანტურა ისტორიის — სპეციალობით.

1948-1955 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1955-1961 წლებში იყო პარტიულ სამუშაოზე; 1961-1964 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1964 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1983 წლიდან დირექტორის მოადგილე; 1972-1976 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელერადიოკომიტეტში; 1976-1983 წლებში საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში კათედრის გამგედ; იყო საქართველოს ისტორიის ნარკვევების ერთ-ერთი ავტორი (მე-4 და მე-5 ტომები), რისთვისაც მიენიჭა სახელმწიფო პრემია. მ. გაფრინდაშვილის უკანასკნელი ნაშრომი "ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორია უძველესი დროიდან მეოცე საუკუნემდე", ხელნაწერის სახით დარჩა და გამოიცა მისი გარდაცვალების შემდეგ. იკვლევდა ქართული კულტურის, ისტორიის, საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიისა და თეორიის პრობლემებს.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1982 — საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორია უძველესი დროიდან მეოცე საუკუნემდე, თბ., 2002 ISBN 99928-963-4-5
  • ქართული განმანათლებლობის ისტორიოგრაფიისათვის, თბ., 1989
  • ნარკვევები XIX საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიიდან, თბ., 1988
  • ქართული განმანათლებლობა : გ. წერეთელი, ს. მესხი, ნ. ნიკოლაძე, თბ., 1966
  • გიორგი წერეთლის მსოფლმხედველობა, თბ., 1955

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]