მიხეილ ბუდიკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მიხეილ ბუდიკო
Mikhail Budyko.jpg
დაბ. თარიღი 20 იანვარი, 1920(1920-01-20)[1]
დაბ. ადგილი გომელი[1]
გარდ. თარიღი 10 დეკემბერი, 2001(2001-12-10)[2] (81 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[2]
დასაფლავებულია სერაფიმოვოს სასაფლაო
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Russia.svg რუსეთი
საქმიანობა გეოფიზიკა
მუშაობის ადგილი რუსეთის სახელმწიფო ჰიდროლოგიური ინსტიტუტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლურჯი პლანეტის პრემია და ლენინური პრემია

მიხეილ ბუდიკო (რუს. Михаил Иванович Будыко; დ. 20 იანვარი 1920, გომელი — გ. 10 დეკემბერი 2001, სანქტ-პეტერბურგი) — რუსი გეოფიზიკოსი და კლიმატოლოგი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1964), რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1992). XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი კლიმატოლოგი.[3] რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრი, ამერიკის მეტეოროლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი. სკკპ წევრი 1956 წლიდან. ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების (1942) შემდეგ მუშაობდა ალექსანდრე ვოეიკოვის სახელობის მთავარ გეოფიზიკურ ობსერვატორიაში (1954–72 დირექტორი). მისი ძირითადი შრომები შეეხება ფიზიკურ კლიმატოლოგიას, ბიოკლიმატოლოგიასა და ეკოლოგიას. აკადემიკოს ანდრია გრიგორიევთან (1956) ერთად ჩამოაყალიბა გეოგრაფიული ზონალობის პერიოდულობის კანონი. გამოავლინა კლიმატის ცვლილების თანამედროვე ტენდენცია სსრკ-ისა და მთელი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტერიტორიაზე. დიდი წვლილი შეიტანა დედამიწის სითბური ბალანსის შესწავლის საქმეში. 1998 წელს ქალაქ ტოკიოში მიენიჭა საპატიო პრემია „ლურჯი პლანეტა“.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]