შინაარსზე გადასვლა

მიხეილ ბოტვინიკი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხეილ ბოტვინიკი
დაბადების სახელი მიხეილ ბოტვინიკი
ქვეყანა (სპორტი) სსრკ, რუსეთი
დაბადების თარიღი 17 აგვისტო, 1911
დაბადების ადგილი კუოკალა, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 5 მაისი, 1995 (83 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი, რუსეთი
წოდება დიდოსტატი (1958)
ჯილდოები და პრემიები მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკჭში, ლენინის ორდენი[1] , ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, რსფსრ-ის დამსახურებული კულტურის მუშაკი, რსფსრ მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი და მედალი „შრომითი წარჩინებისათვის“

მიხეილ ბოტვინიკი (დ. 17 აგვისტო, 1911, კუოკალა — გ. 5 მაისი, 1995, მოსკოვი) — საბჭოთა მოჭადრაკე, მსოფლიოს მე-6 ჩემპიონი. 1948 წელს მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩ-ტურნირი, 1951 წელს დავით ბრონშტეინთან (12:12) და 1954-ში ვასილი სმისლოვთან (12:12) მსოფლიო პირველობის მატჩები საყაიმო ანგარიშით დაამთავრა და ტიტული შეინარჩუნა. 1958 წელს დაამარცხა სმისლოვი (12,5:10,5), 1961-ში – მიხეილ ტალი (13:8). 1957 წელს წააგო სმისლოვთან (9,5:12,5), 1960-ში – ტალთან (8,5:12,5). ტიტული საბოლოოდ დაკარგა 1963 წელს ტიგრან პეტროსიანთან დამარცხებით (9,5:12,5). საჭადრაკო ოლიმპიადებში ექვსგზის გამარჯვებული (1954-64), სსრკ შვიდგზის ჩემპიონი (1931-52). საერთაშორისო დიდოსტატი (1950). 59 ტურნირიდან 33 ერთპიროვნულად მოიგო, სულ კი ოფიციალურ ტურნირებსა და მსოფლიოს ჩემპიონატებში 1202 პარტია ითამაშა (610 მოგება, 453 ყაიმი, 139 წაგება).

  • სპორტის ენციკლოპედია, თბ., 2006. — გვ. 112.
  1. ↑ Ботвинник Михаил Моисеевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.