მიხეილ აბაკელია
| მიხეილ აბაკელია | |
|---|---|
| დაბ. თარიღი | 22 აპრილი, 1908[1] |
| დაბ. ადგილი | დიდი ხორში ან სენაკის მუნიციპალიტეტი |
| გარდ. თარიღი | 19 მარტი, 1979[1] (70 წლის) |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | გეოლოგი[1] , პედაგოგი და ინჟინერი[1] |
მიხეილ აბაკელია (დ. 22 აპრილი, 1908, დიდი ხორში, სენაკის რაიონი — გ. 19 მარტი, 1979) — ქართველი გეოლოგი, ინჟინერი, მეცნიერი და პედაგოგი.
1925 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის გეოლოგიურ-საძიებო სპეციალობაზე. 1931 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი და მიენიჭა ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაცია. 1932-1936 წლებში სწავლა განაგრძო სსრ კავშირი მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში ქალაქ ლენინგრადსა და ქალაქ მოსკოვში. 1937 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1940 წელს მიიღო დოცენტის სამეცნიერო წოდება. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გამოყენებითი გეოლოგიის კათედრაზე ასისტენტად.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.