მიხაილ ბოროდინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბოროდინი ჩან კაიშთან ერთად

მიხაილ მარკოზის ძე ბოროდინიმ ნადმვილი გვარი გრუზენბერგი (რუს. اМихаи́л Mápкoвич Бороди́н‎‎ დ. 1885 — გ. 1951, ლეფორტოვო) — რუსი რევოლუციონერი, დიპლომატი, პარტიული მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რსდმპ(ბ) წევრი 1903 წლიდან. 1905-07 წლის რევოლუციის დროს ეწეოდა იატაკქვეშა რევოლუციურ მუშაობას რიგაში. იყო ტამერფორსის კონფერენციის მონაწილე და რსდმპ IV ყრილობის დელეგატი. 1906 წლიდან ემიგრაციაშია, ჯერ ინგლისში, შემდეგ კი აშშ-ში. 1918 წლიდან ლენინის მითითებით იმყოფებოდა შვედეთში. 1919 წელს ინიშნება რსფსრ-ს კონსულად მექსიკაში. ინდოელ კომუნისტ მანაბენდრა როისთან ერთად მონაწილეობდა მექსიკის კომუნისტური პარტიისა და III ინტერნაციონალის ლათინოამერიკული ბიუროს დაარსებაში. 1919-22 წლებში მუშაობდა კომინტერნში, იმყოფებოდა საბჭოთა დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შოტლანდიასა და თურქეთში. 1923 წლის სექტემბრიდან 1927 წლის ივლისმდე გომინდანის ცაკ-ისპოლიტიკური მრჩეველია ჩინეთში. მისი მეშვეობით დამყარდა კავშირი გომინდანის პარტიასა და ჩინეთის კომუნისტურ პარტია შორის. 1927 წლიდან საბჭოთა კავშირის შრომის სახალხო კომისრის მოადგილეა. 1932 წლიდან გაზეთ "Moscow News-ის" მთავარი რედაქტორი, 1941-49 წლებში სოვინფორმბიუროს მთავარი რედაქტორი. 1949 წელს დააპატიმრეს „კოსმოპოლიტებთან“ ბრძოლის კამპანიის მსვლელობისას. გარდაიცვალა ლეფორტოვოს ციხეში 1951 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Jacobs D.N. Borodin. Stalin's Man in China. Stanford Univ. Press, 1985;
  • Хейфец Л.С. Латинская Америка в орбите Коминтерна. Опыт биографического словаря. М.: ИЛА РАН, 2001;
  • Taibo P.I. II. "Los Bolcheviques. Mexico": J.Mortiz, 1986; Martínez Verdugo A. (ed.) Historia del comunismo mexicano. Mexico: Grijalbo, 1985;
  • Jeifets L., Jeifets V., Huber P. La Internacional Comunista y América Latina, 1919-1943. Diccionario biográfico. Ginebra: Instituto de Latinoamérica-Institut pour l'histoire du communisme, 2004;
  • Kheyfetz L. and V. Michael Borodin. The First Comintern-emissary to Latin America, The International Newsletter of Historical Studies on Comintern, Communism and Stalinism. Vol.II, 1994/95. №5/6. P.145-149. Vol.III (1996). №7/8. P.184-188.