მიხაილო პოდოლიაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხაილო პოდოლიაკი
უკრ. Михайло Михайлович Подоляк
დაბადების თარიღი 16 თებერვალი, 1972(1972-02-16) (52 წლის)
დაბადების ადგილი ლვივი
მოქალაქეობა  სსრკ
 უკრაინა
განათლება Belarusian State Medical University
ჯილდოები Order of the Lithuanian Grand Duke Gediminas

მიხაილი მიხაილოს ძე პოდოლიაკი[1] (უკრ. Михайло Михайлович Подоляк, დ. 16 თებერვალი, 1972) — უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი.[2][3]

2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს გახდა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინული მხარის წარმომადგენელი.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოდოლიაკმა ბავშვობა ლვოვსა და ნოვოლინსკში გაატარა.

1989 წლიდან ცხოვრობდა ბელარუსში სადაც დაამთავრა ბელარუსის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.[4]

1990-იანი წლებიდან პოდოლიაკმა მუშაობა დაიწყო გაზეთებში FM-бульвар, Время, Народная воля და Белорусская деловая газета.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !

2004 წელს პოდოლიაკმა მუშაობა დაიწყო გაზეთ Время-ში განაგრძო. იყო რედაქტორის თანაშემწე, აქვეყნებდა კრიტიკულ მასალებს ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ. 2004 წლის 21 ივნისს მას ბელარუსის KGB-ს თანამშრომლები ესტუმრნენ და გადაეცა უწყება, სადაც ეწერა, რომ პოდოლიაკი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას და ის სასწრაფოდ უნდა გაძევებულიყო უკრაინაში. პოდოლიაკს ქვეყანაში ყოფნა 5 წლით აეკრძალა.[5]

ჟურნალისტური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს მუშაობდა Української газети-ს რედაქტორად. იმავე წლიდან ის უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელის ყოფილი მრჩევლის, გავლენიანი ბიზნესმენის, ვადიმ გრიბის პიარიც გახდა, რომელმაც ის მიხაილ ბროდსკის გააცნო. ბროდსკის ეკუთვნოდა გამოცემა Obozrevate და 2006 წლიდან პოდოლიაკი მისი თანამშრომელი გახდა.

2011 წლის ივნისში, პოდოლიაკი მოხვდა იმ ექვს ჟურნალისტს შორის, რომლებიც მეჟიჰირიას რეზიდენციაში უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მიიწვია. ამავე წლის დეკემბერში გახდა Obozrevatel-ის მთავარი რედაქტორი.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]