მიწის ბეღურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიწის ბეღურა

წითელყელა მიწის ბეღურა (Pyrgilauda ruficollis)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pyrgilauda (Verreaux, 1871)

მიწის ბეღურა[1] (ლათ. Pyrgilauda) — მცირე ზომის ფრინველთა გვარი ბეღურასებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა დაახლ. 15 სმ. შეფერილობის საერთო ტონი მოწითურო-მურა ან მორუხოა მუქი ჭრელი ლაქებით, კუდზე ღია ზოლებით; მამლებს თავსა და ყელზე შავი ნიშნები აქვთ. ფეხები ძლიერია, უკანა თითის ბრჭყალი გასწორებულია. ცნობილია 4 სახეობა. გავრცელებული არიან ცენტრალური აზიის სტეპებისა და მთიანეთების არიდულ ლანდშაფტებში (ზღვის დონიდან 2000-დან 5000 მეტრამდე). მისდევენ განსაკუთრებით მიწურ ცხოვრებას; კარგად დარბიან. მკვიდრი ფრინველებია, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ასრულებენ ადგილობრივ მომთაბარეობებს. ზამთარში იკვებებიან თესლებით, ზაფხულში ზრდასრულებისა და ბარტყების რაციონის მთავარ ნაწილს მწერები შეადგენენ. ბუდობენ ცალკეულ წყვილებად, იყენებენ მცირე ზომის მღრღნელების (უმთავრესად მებულულეების) სოროებს. ბუდე წარმოადგენს ღინღლითა და ბეწვით დაწნულ და მცირე რაოდენობით მცენარეულმასალადამატებულ ბირთვისებრ კამერას გვერდითი შესასვლელით; განლაგებულია 50 სმ-ის სიღრმეზე მიწისქვეშა გვირაბში, შესასვლელიდან 3,5 მეტრამდე მანძილზე. ზამთარში არიან დიდ გუნდებად.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 14, 103, 223.
  2. Иваницкий В. В. ЗЕМЛЯНЫЕ ВОРОБЬИ // Большая российская энциклопедия. т. 10. — М., 2008. — стр. 434.