მიწათმოქმედების სისტემები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიწათმოქმედების სისტემა — ურთიერთდაკავშირებული აგროტექნიკური, მელიორაციული და ორგანიზაციული ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც მიმართულია მიწის ეფექტურად გამოყენების, ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება-გადიდებისა და სასოფლო–სამეურნეო კულტურების მაღალი და მყარი მოსავლის მიღებისკენ. მიწათმოქმედების სისტემის ძირითადი რგოლებია თესლბრუნვების სისტემა; ნიადაგის დამუშავების სისტემა; განოყიერების სისტემა; ეროზიისაგან ნიადაგის დაცვის სისტემა; სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ზონალური ტექნოლოგიები და მეთესლეობა; სარეველებისა და მავნებელ-დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებათა სისტემები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]