მიშო ყიფიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყიფიანი.

მიშო ყიფიანი (დ. 12 აპრილი, 1846, ქვიშხეთი — გ. 2 მარტი, 1916, ვლადიკავკაზი) — ქართველი პედაგოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, საქართველოში ხალხოსნური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი,

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშუალო სასწავლებლის დამთვრების შემდეგ შევიდა პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1875 წელს სამსახური დაიწყო ქუთაისში და აქტიურად ჩაება ხალხოსნურ მოძრაობაში; 1876 წელს სხვა ხალხოსნებთან ერთდ დააპატიმრეს და გადაასახლეს აღმოსავლეთ ციმბირში, შემდეგ კი ორენბურგში; 1981 წელს გაათვისუფლეს და სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს. იმავე წელს თბილისის მეორე გიმნაზიაში დაიწყო მასწავლებლად მუშაობა; 1981 წლის ოქტომბრიდან დაინიშნა გორის სამასწავლებლო სემინარიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; პარალელურად ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას გორის ქალთა პროგიმნაზიაშიც. დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა მოსწავლეთა შორის. 1883 წელს იგი კვლავ დააპატიმრეს და ქალაქ უსტკამენოგორსკში გადაასახლეს. 1887 წელს გაათავისუფლეს და იგი საქართველოში დაბრუნდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]