მიშკინსკაიის იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიშკინსკაიის იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესია
მიშკინსკაიის იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესია — რუსეთი
მიშკინსკაიის იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
მუნიციპალიტეტი აქსაის რაიონი
ადგილმდებარეობა მიშკინსკაია
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
საიტი rostov-47.cerkov.ru
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 2009
დეტალები
მასალა ქვა
გარე სურათები
ეკლესიის ხედი, 2010 წელი
სამრეკლო

მიშკინსკაიის იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესია (რუს. Церковь Рождества Иоанна Предтечи) — მართლმადიდებლური ეკლესია აქსაის რაიონის სოფელ მიშკინსკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას[2]. აგებულია 2009 წელს.

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, აზოვის რაიონი, სოფელი ალექსანდროვკა, განათლების ქუჩა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხუტორ მიშკინსკაიაში ქვის ეკლესია ააგეს XX საუკუნის დასაწყისში, კერძოდ 1910-იან წლებში. მაგრამ ქვეყანაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ისევე როგორც ბევრ ეკლესიას მასაც დახურვის საფრთხე დაემუქრა. 1930-იან წლებში ეკლესია დახურეს. ეკლესიის შენობა გამოიყენებოდა, როგორც სასოფლო კლუბი, ხოლო შემდეგ, როგორც ხორბლის საწყობი. 1970-იან წლებში ეკლესიის შენობა საბოლოოდ დაანგრიეს, ხოლო მის ადგილზე ააგეს საბავშვო ბაღი, დღემდე შემონახულია, მღვდლის სახლი[3].

მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღადგინა მოქმედება მრევლმა. თავდაპირველად ღვთისმსახურება მიმდინარეობდა მიშკინსკაიის კულტურის სახლის ერთ-ერთ ოთახში, ხოლო 2009 წელს მრევლს გადაეცა ყოფილი მაღაზიის შენობა, რომელიც მდებარეობდა განათლების ქუჩაზე. მრევლის ძალებით, ასევე კაზაკობისა და ადგილობრივი ადმინისტრაციის წყალობით შენობა გარემონტდა, სადაც დააყენეს კანკელი და საკურთხეველი[3].

მიშკინსკაიის იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესიის წინამძღვარი 2012 წელს გახდა კონსტანტინე ევგენის ძე ფედოსეევი[4].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]