მიშელ მორგანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიშელ მორგანი
მშობლიური სახელი ფრანგ. Michèle Morgan
დაბადების სახელი სიმონა რუსელი ფრანგ. Simone Renée Roussel
დაბადების თარიღი 29 თებერვალი, 1920
ნელი-სურ-სენი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 20 დეკემბერი, 2016 (96 წლის)
მიოდონი, ო-დე-სენა, საფრანგეთი
დაკრძალულია მონპარნასის სასაფლაო, პარიზი
პროფესია მსახიობი
შვილ(ებ)ი მაიკ მარშალი

მიშელ მორგანი (ფრანგ. Michèle Morgan) (დ. 29 თებერვალი, 1920, ნელი-სურ-სენი, საფრანგეთი — გ. 20 დეკემბერი, 2016) — ფრანგი კინომსახიობი. ფრანგული კინოსა და ჰოლივუდის წამყვანი მსახიობი 3 ათწლეულის მანძილზე. XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი ქალი მსახიობი.[1] მიღებული აქვს კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. 1992 წელს ფრანგულ კინოში შეტანილი წვლილისთვის სეზარის საპატიო ჯილდო გადაეცა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმონა რუსელი (ფრანგ. Simone Renée Roussel) მხოლოდ თხუთმეტი წლისა იყო როდესაც ფსევდონიმად მიშელ მორგანი მიიღო. რენე სიმონის კურსების ადრე დამთავრების გამო 1935 წელს უკვე ეკრანებზე გამოჩნდა. მან ითამაშა რამდენიმე ფილმში: „მადმუაზელ მოცარტი“, „პარიზული ცხოვრება“, „მაიერლინგი“. მისმა ბავშვურმა აღნაგობამ, ნამზა სახემ უზარმაზარმა ნათელმა თვალებმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

მარკ ალეგრეს „დოყლაპიასა“ და „ქარიშხალში“ მონაწილეობის მიღების შემდეგ, მან თავისი ნიჭის დრამატიზმში გამოვლენა დაიწყო. 1938 წელს „ნისლიანმა სანაპირომ“ დიდი ოვაციები დაიმსახურა, პრემიერის შემდეგ. ქალის როლს ფილმში სწორედ მიშელ მორგანი ასრულებდა. ახალგაზრდა მსახიობის კარიერას ომმა შეუშალა ხელი, „ნისლიანი სანაპიროს“ შემდეგ რამდენიმე ფილმში მოასწრო მონაწილეობის მიღება. შემდეგ მსახიობებთან და რეჟისორებთან ერთად ოკუპირებული პარიზიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

მიშელისთვის ამერიკაში ყოფნა მარტივი არ ყოფილა, ერთი სული ჰქონდა საფრანგეთში როდის დაბრუნდებოდა. მიშელი ამერიკაში ყოფნის შესახებ: „სულ მეჩვენებოდა, რომ უსარგებლო საქმიანობას ვეწეოდი. ცუდ სურათებში ვმონაწილეობდი, ცუდ როლებს ვთამაშობდი. მხოლოდ ერთი სურვილი მქონდა — საფრანგეთში დაბრუნება“. 1946 წელს ეს სურვილიც აუხდა. მან მიატოვა ამერიკაში ქორწინება, პროდიუსერებთან დადებულიო კონტრაქტები, ამერიკული ფილმები.

მიშელ მორგანმა კვლავ დაიბრუნდა პირველი მსახიობი ქალის ტიტული. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ფილმში „პასტორალური სიმფონია“ მონაწილეობის მიღების შედეგად დაიმსახურა დიდი საერთაშორისო პრემია კანის კინოფესტივალზე.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკაში ყოფნის დროს ის დაქორწინდა ვილიამ მარშალზე, ისინი 1984 წელს განქორწინდნენ. მისგან ჰყავდა ვაჟი მაიკ მარშალი. მიშელი შემდეგ ფრანგ მსახიობზე ანრი ვიდალზე დაქორწინდა, რომელთან ერთადაც მის გარდაცვალებამდე, 1959 წლამდე იყო. 2006 წლამდე ცხოვრობდა გერალდ ოურთან მსახიობთან, რეჟისორთან და მწერალთან ერთად.

29 თებერვალს დაბადების გამო მსახიობს მხოლოდ 24 დაბადების დღე ჰქონდა გადახდილი.

ერთხელ მიშელ მორგანს ჰკითხეს: „რას უსურვებდით საკუთარ თავს?“ მან უპასუხა: „ისეთ მხიარულსა და აზრიან კომედიაში მონაწილეობას, რომელიც ხალხს სიხარულს მიანიჭებს.“

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Décès de la comédienne Michèle Morgan“. Le Figaro. 20 December 2016. ციტირების თარიღი: 21 December 2016.