მიშელ კვანი
![]() | |
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
ეროვნება | ამერიკელები |
დაბ. თარიღი | 7 ივლისი, 1980[1] (44 წლის) |
დაბ. ადგილი | Torrance |
სიმაღლე | 158 |
წონა | 49[2] |
ქვეყანა | აშშ |
მიშელ კვანი (ინგლ. Michelle Kwan, დ. 7 ივლისი, 1980) — მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მოციგურავე და ორგზის ოლიმპიური მედალოსანი.
ადრეული კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოლიმპიური მოციგურავე დაიბადა 1980 წლის 7 ივლისს ტორენსში, კალიფორნიაში. ჰონგ-კონგელი ემიგრანტების ქალიშვილი ბავშობაში უყურებდა თავის ძმას ყინულის ჰოკეის თამაშისას. რის შედეგადაც მან 5 წლის ასაკში დაიწყო სრიალი, ხოლო 6 წლის ასაკში მოიგო პირველი შეჯიბრი ფიგურულ სრიალში. 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 13 წლის ასაკში მან მერვე ადგილი დაიკავა და მოიპოვა ადგილი 1994 წლის ოლიმპიურ თამაშებზე.
ოლიმპიური მედლის მფლობელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოლიმპიადაზე მისი პირველი შეტევიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, კვანმა დაიწყო დომინაცია ფიგურულ სრიალში. მან მსოფლიო ტიტული მოიპოვა 1996, 1998, 2000, 2001 და 2003 წლებში. 1998 წელს ნაგანოს ოლიმპიადაზე კვანს ოქროს მოპოვების იმედი ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერცხლის მედლით დაასრულაა, როდესაც ამერიკელმა მოციგურავემ ტარა ლიპინსკიმ საოცრად პირველი ადგილი მოიპოვა. 2002 წლის სოლტ ლეიკ სიტის ოლიმპიადამდე ცოტა ხნით ადრე, კვანმა, რომელიც მაშინ მსოფლიო ჩემპიონი იყო, აუხსნელად გაათავისუფლა სამსახურიდან მისი ქორეოგრაფი ლორი ნიკოლი და დიდი ხნის მწვრთნელი ფრენკ კეროლი. კიდევ ერთხელ, მან ოქროს მედალი ვერ მოიპოვა, როდესაც მესამე ადგილი დაიკავა მეტოქე ირინა სლუცკაიას და ამერიკელი მოციგურავე სარა ჰიუზის შემდეგ. კვანმა განაგრძო ასპარეზობა სოლტ ლეიკ სიტიში დამარცხების შემდეგ, მოიგო ოქრო აშშ-ის ეროვნულ ჩემპიონატზე და ბრინჯაო 2004 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე. 2006 წლის თებერვალში იგი იძულებული გახდა დატოვებინა იტალიაში, ტორინოში ჩატარებული ოლიმპიური თამაშები.
ცხოვრება ოლიმპიადის შემდეგ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, რომ მას ოფიციალურად არ დაუნებებია თავი პროფესიისთვის, კვანმა გადაწყვიტა 2006 წლის ოლიმპიადის შემდეგ ყურადღება გაამახვილა განათლებაზე. იგი ჩაირიცხა დენვერის უნივერსიტეტში. კვანი ასევე იყო კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტი, ლოს ანჯელესში. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ის დაასახელა საჯარო ადვოკატირების ელჩად, რომელიც გულისხმობდა მოგზაურობას სხვადასხვა ქვეყნებში თავისი გამოცდილების სხვებისთვის გასაზიარებლად.
2009 წელს კვანი წავიდა ტაფტსის უნივერსიტეტში სამართლისა და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამაზე.მან ცოტახნით თავი დაანება სწავლას და იმსახურა ტელეკომპანია ABC-ის კორესპონდენტად 2010 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. იგი ამჟამად მუშაობს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურულ საქმეთა ბიუროში.
კვანი დაინიშნა კლეი პელზე, 2012 წელს. 2013 წლის იანვარში წყვილი დაქორწინდა პროვიდენსში. მათ სტუმრებს შორის ბევრი ციგურული სრიალის ვარსკვლავი იყო, მათ შორის ბრაიან ბოიტანო და დოროთი ჰამილი. [3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Olympedia — 2006.
- ↑ Michelle Kwan