მიშელ აფლაკი
მიშელ აფლაკი | |
მიშელ აფლაკი 1963 წელს | |
ერაყის ბაასისტური პატრიის გენერალური მდივანი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 თებერვალი, 1968 – 23 ივნისი 1989 | |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
მემკვიდრე | სადამ ჰუსეინი |
დაბადებული | 9 იანვარი, 1910 დამასკო, სირიის ვილაიეთი, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 23 ივნისი, 1989 (79 წლის) პარიზი, საფრანგეთი |
მოქალაქეობა | ოსმალეთის იმპერია სირია არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკა ერაყი |
ეროვნება | არაბი |
დაკრძალულია | ბაღდადი, ერაყი |
პოლიტიკური პარტია | ბაასი |
მეუღლე | იუსრა აფლაკი |
განათლება | პარიზის უნივერსიტეტი |
პროფესია | ფილოსოფოსი, სოციოლოგი |
საქმიანობა | საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე |
რელიგია | მართლმადიდებლობა |
მიშელ აფლაკი (არაბ. ميشيل عفلق; დ. 9 იანვარი, 1910, დამასკო – გ. 23 ივნისი, 1989, პარიზი) — სირიელი ფილოსოფოსი, სოციოლოგი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, არაბული ნაციონალისტური მოძრაობის თეორეტიკოსი და ორგანიზატორი. მისმა იდეებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბაასიზმის განვითარებაში. მიიჩნევენ ბაასისტური აზროვნების მთავარ ფუძემდებლად.
მოინათლა მართლმადიდებლური წესით. 1929–1934 წლებში სწავლობდა პარიზის უნივერსიტეტში. გამოდიოდა უცხო ქვეყნების მიერ არაბული ხალხების ჩაგვრისგან გათავისუფლებისა და მათი „ერთ სოციალისტურ ერად“ გაერთიანებისთვის. შექმნა კონცეფცია, რომელიც აერთიანებდა პანარაბიზმისა და სოციალიზმის იდეებს. „არაბიზმს“ სახელმწიფოზე, რელიგიასა და სოციალური ფასეულობებზე მაღლა აყენებდა. წინასწარმეტყველ მუჰამადს არაბული ერთობის ჭეშმარიტ დამაარსებლად თვლიდა. ძლიერი გავლენა მოახდინა მრავალ არაბ პოლიტიკოსზე. 1943 წელს შექმნა ორგანიზაცია „არაბული აღორძინება“, რომელიც 1947 წლიდან გახდა არაბული სოციალისტური აღორძინების პარტია (ბაასი). აქტიურად მონაწილეობდა სირიისა და ეგვიპტის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებაში — გაერთიანებული არაბული რესპუბლიკა (1958–1961). ქვეყნის პრეზიდენტ გამალ აბდელ ნასერთან იდეური უთანხმოების გამო სირიაში აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას ჩამოშორდა. 1966 წელს გადავიდა ლიბანში. 1968 წელს, ერაყში ბაასის პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დაფუძნდა ბაღდადში, სადაც პარტიის იდეოლოგიური პლატფორმის შემუშავებით იყო დაკავებული. გარდაიცვალა პარიზში, დაკრძალულია ბაღდადში.[1]
სიცოცხლეშივე გამოსცა სხვადასხვა წიგნი, როგორიცაა „გზა რენესანსისაკენ“ (1940), „ბრძოლა ერთი ბედისწერისთვის“ (1958) და „ბრძოლა არაბული რევოლუციის მოძრაობის დამახინჯების წინააღმდეგ“ (1975).
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Орлов В. В. Афлак Мишель // Большая российская энциклопедия. т. 2. — М., 2005. — стр. 522.