მიშა ბარტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მიშა ბარტონი
Mischa Barton 2017.png
ბარტონი 2017 წელს
დაბადების თარიღი 24 იანვარი, 1986 (1986-01-24) (35 წლის)
ჰამერსმითი (მრავალმნიშვნელოვანი), ლონდონი, ინგლისი
ეროვნება ინგლისელი, ამერიკელი
მოქალაქეობა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1995-დღემდე

მიშა ბარტონი (ინგლ. Mischa Barton; დ. 24 იანვარი, 1986) — ბრიტანელ-ამერიკელი ფილმის, ტელევიზიის და სცენის მსახიობი. მან სამსახიობო კარიერა სცენაზე თამაშით დაიწყო და გამოჩნდა ტონი კუშნერის სპექტაკლში, სლავები გამოჩნდა!, ასევე მთავარი როლი მოირგო ჯეიმს ლაპინის სპექტაკლში, თორმეტი სიზმარი, სპექტაკლი დაიდგა ნიუ იორკში, ლინკოლნის ცენტრში. მისი დებიუტი დიდ ეკრანზე შედგა 1996 წლის ამერიკული სერიალში, ყველა ჩემი შვილი (1996), ამ პერიოდში ბარტონი ახმოვანებდა Nickelodeon-ის საბავშვო ანიმაციური სერიალის, KaBlam-ის ერთ-ერთ პერსონაჟს. (1996–1997). მისი პირველი მთავარი კინოროლი იყო ფილმში, გაზონის ძაღლები (1997), სადაც დრამის მთავარი როლის შემსრულებელი იყო სემ როკველი. ის გამოჩნდა სხვა დიდ ისეთ ფილმებში, როგორიცაა რომანტიკული კომედია ნოთინგ ჰილი (1999) და ნაიტ შიამალანის ფსიქოლოგიური თრილერი მეექვსე გრძნობა (1999). მან ასევე ითამაშა დამოუკიდებელ კრიმინალურ დრამაში ლეკვები (1999).

მოგვიანებით, ბარტონი გამოჩნდა დამოუკიდებელ დრამაში დაკარგული და დელიროი. (2001) ივან რეიჩელ ვუდსის შეყვარებულის როლი მოირგო ABC-ს სერიალში, ერთხელ და კიდევ (2001–2002). მარიზა კუპერი განასახიერა Fox-ის სატელევიზიო სერიალში OC (2003–2006), რისთვისაც მან მიიღო ორი Teen Choice Awards, და ასევე დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ამის შემდეგ ბარტონი გამოჩნდა კომედიაში, წმინდა ტრინიანს (2007), ამ წელს ასევე ითამაშა დრამაში, ''ბეჭდის დახურვა'' (2007), რომლის რეჟისორი რიჩარდ ატენბოროა. 1 წლის შემდეგ გადაიღეს ფილმში, საშუალო სკოლის დირექტორის მკვლელობა (2008). ამის შემდეგ იგი დაუბრუნდა ტელევიზიაში საქმიანობას, ითამაშა ეშტონ კატჩერის მიერ წარმოებულ CW-ს სერიალში, ლამაზი ცხოვრება (2009). 2012 წელს ის დაუბრუნდა სცენას, და გამოჩნდა რამდენიმე ირლანდიურ სპექტაკლში. იგი მარტინ შინისთან ერთად გამოჩნდა ისტორიულ დრამაში, Bhopal: A Prayer for Rain (2014). მან მოიპოვა დადებითი კრიტიკული შეფასებები დამოუკიდებელ ფილმებში შესრულებული როლების გამო. Los Angeles Times-მა შეაქო მისი „გამორჩეული“ შესრულება ფილმში, Starcrossed (2014). ბარტონმა ასევე მონაწილეობა მიიღო MTV-ს სერიალში ბორცვები:ახალი საწყისები.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიშა ბარტონი დაიბადა 1986 წლის 24 იანვარს, „დედოფალი შარლოტისა და ჩელსის საავადმყოფოში“,ჰამერსმიტში, [1] ლონდონში, [2] [3]. არის ირლანდიელი პროდიუსერის, ნუალა ქუინ-ბარტონის, [4]და ინგლისელი პოლ მარსდენ ბარტონის ქალიშვილი. ბარტონის დიდი ბაბუა იყო „დედოფლის ბელფასტის უნივერსიტეტის“ ირლანდიური ენის პროფესორი. [5] მას ჰყავს ორი და, უმცროსი ჰანია ბარტონი და უფროსი ზოი, რომელიც ლონდონში იურისტია. [6] ბარტონის განცხადებით, იგი იშვიათად დადიოდა „ჰამერსმიტის სენტ-პოლის გოგონათა სკოლაში“, მაგრამ მამის საქმიანობის გამო, ოჯახს საცხოვრებლად გადასვლა ნიუ-იორკში მოუწია. 2006 წელს, იგი გახდა შეერთებული შტატების ლეგალური მოქალაქე, მაგრამ ასევე შეინარჩუნა ბრიტანეთის მოქალაქეობა. [7] გარდა ამისა, მას ასევე აქვს ირლანდიის მოქალაქეობა. 

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარტონმა 2004 წელს დაამთავრა მანჰეტენის პროფესიული სკოლა. ლონდონის დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში, სერ რიჩარდ ატენბოროს თხოვნით, მან გაიარა ზაფხულის მოკლე კურსი სახელწოდებით, "შექსპირის შემსრულება".

ბარტონი ლონდონში, ფილმის პრემიერაზე

ბარტონმა მსახიობობა რვა წლის ასაკში დაიწყო, 1994 წელს ითამაშა სპექტაკლი, სლავებო!-ს პრემიერაში, აღნიშნული სპექტაკლი დაწერილია ტონი კუშნერის მიერ. New York Times-იდან ვინსენტ კენბიმ შეაქო ბარტონის „ასეთი მშვენიერი“ და „შემზარავად ავტორიტეტული“ შესრულება. [8] [9] ჟურნალმა ნიუ-იორკმა ასევე შეაქო იგი, როგორც „საყვარელი გოგონა, რომელიც სრულყოფილ ხიბლს ავლენს“. [10] ის გამოჩნდა რამდენიმე სხვა სპექტაკლში, სადაც ლინკოლნის ცენტრში მარიზა ტომეისთან ერთად ჯეიმს ლაპინის სპექტაკლში, თორმეტ სიზმარში მთავარ როლს ასრულებდა. 1996 წელს ბარტონმა მეორეხარისხოვანი როლი ითამაშა კეტრინ ბატერფილდის სპექტაკლში, „Where The Tries Lies“ რომელიც გაიხსნა ნიუ იორკში, ირლანდიის სარეპერტუარო თეატრში. New York Times-მა ასევე აღნიშნა, რომ ”გამარჯვებული ბავშვთა მსახიობები ბრეტანი ბოიდი და მიშა ბარტონი უკვე საკმარისად ჭკვიანები არიან, რომ არ გადააჭარბონ თავიანთი პერსონაჟების გულუბრყვილობასა და ახალგაზრდობას”. [11] 1997 წელს იგი დაიან ვისტისთან ერთად გამოჩნდა საზოგადოებრივ თეატრში, ნაომი უოლესის სპექტაკლში, One Flea Spare-ში . [12]

მისი კინო დებიუტი შედგა ფილმში, გაზონის ძაღლები, რომელმაც მოიგო რამდენიმე პრიზი მსოფლიოს კინოფესტივალებზე. ბარტონის ჯენეტ მასლინთან ერთად შესრულებულმ როლმა, New York Times-ისგან, შექება დაიმსახურა. შემდეგ ბარტონი გამოჩნდა ფილმებში:ნოტინგ ჰილი (1999) და მეექვსე გრძნობა (1999). ორივე ფილმი კრიტიკულად და კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა. მან ასევე ითამაშა ფილმში, ლეკვები, სადაც მასთან ერთად თამაშობდა ბურტ რეინოლდსი; [13]

ბარტონი ტელევიზიაში მაყურებელმა პირველად 1994 წელს იხილა, მან ახალგაზრდა კორვინა ლენგის როლი მოირგო სერიალში, ყველა ჩემი ბავშვი. 1996 წელს იგი დაუბრუნდა შოუს, ჩაენაცვლა მსახიობ მიშელ ტრახტენბერგს და ლილი ბენტონ მონტგომერის როლის თამაში დაიწყო. სატელევიზიო სერიალში ერთხელ და ისევ-ის რვა ეპიზოდში, ჯესი სამლერის (ევან რეიჩელ ვუდი) შეყვარებულის, ქეთი სინგერის როლი ითამაშა. 2001 წელს გადაიღეს დამოუკიდებელ კანადურ დრამაში, Lost and Delirious, რომელიც გადაღებულია სიუზან სვანის რომანის,აბაზანის ცოლების მიხედვით. ფილმს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, მაგრამ ბარტონის, პიპერ პერაბოს და ჯესიკა პარეის შესრულებულმა როლებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მან ასევე ითამაშა ფილმში, ჯული ჯონსონი (2001), სადაც ასევე თამაშობდა ლილი ტეილორი და კორტნი ლავი. ბარტონს ასევე ჰქონდა მეორეხარისხოვანი როლი დამოუკიდებელ დრამაში ტარტი (2001)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mischa Barton. Hello (24 January 1986). ციტირების თარიღი: 15 June 2013
  2. Mischa Barton Biography. TV Guide. ციტირების თარიღი: 24 August 2009"Mischa Barton Biography". TV Guide. Archived from the original on 1 September 2009. Retrieved 24 August 2009.
  3. Mischa Barton Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2009. ციტირების თარიღი: 24 August 2009
  4. Mischa Barton hurts her parents. Thebosh.com (31 May 2007). ციტირების თარიღი: 6 August 2009
  5. Mischa unveils a new collection. The National (13 May 2012). ციტირების თარიღი: 9 July 2012
  6. Profiles - The life of celebrities & royals, biographies, news, photos - HELLO!. ციტირების თარიღი: 8 July 2017
  7. Mischa Barton's TV career back on track. IrishCentral (13 August 2009). ციტირების თარიღი: 15 September 2013
  8. Canby, Vincent (9 June 1995). „Theater Review; Fleshing Out Jung's Theory“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 July 2014. ციტირების თარიღი: 9 July 2014. ციტატა: „Young Ms. Barton, who was so fine in Tony Kushner's "Slavs" at the New York Theater Workshop, has a sweet gravity as the doomed Emma.“
  9. Canby, Vincent (18 December 1994). „SUNDAY VIEW; In 'Slavs!' Kushner Creates Tragic Burlesque“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 July 2014. ციტირების თარიღი: 9 July 2014. ციტატა: „All of the performers are good, and some are extremely good: [...] even the tiny, chillingly authoritative Ms. Barton.“
  10. Simon, John. "From "Slavs!" to Slavonia". New York. 9 January 1995
  11. Brantley, Ben (17 April 1996). „THEATER REVIEW;Mechanics of Marriage And a Bit of Ambiguity“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 July 2014. ციტირების თარიღი: 9 July 2014.
  12. Brantley, Ben (10 March 1997). „Prisoners in Their Home, Facing the Twin Ravages of Plague and Power“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 December 2014. ციტირების თარიღი: 9 July 2014.
  13. Ebert, Roger (10 December 1999). „Review: Pups“. Chicago Sun-Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 March 2006. ციტირების თარიღი: 15 July 2012.