მიშა ანდღულაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მიშა ანდღულაძე
მიშა ანდღულაძე.jpg
დაბადების სახელი მიხეილ ანდღულაძე
დაბადების თარიღი 18 მარტი, 1982 (1982-03-18) (40 წლის)
თბილისი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა მსახიობი, სცენარისტი, ავტორი
აქტიური 2003–დღემდე

მიხეილ (მიშა) ანდღულაძე (დ. 18 მარტი, 1982, თბილისი) — ქართველი კომიკოსი, ტელემსახიობი, სცენარისტი და ავტორი.

დაამთავრა თბილისის 160-ე საშუალო სკოლა. შემდეგ სწავლა განაგრძო სამედიცინო კოლეჯში. 1991–1993 წლებში სამხატვრო სკოლაში ფერწერას, ქანდაკებას, გრაფიკასა და ხელოვნების ისტორიას სწავლობდა. 2004 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი.

იყო ორგანიზატორი და აქტიური მონაწილე „Jimi Hendrix-tribute“- „Misha Andguladze & Band“-ის სახელით (2010–2016).

საბავშვო გასართობი ცენტრის, „კომედი ცენტრი“, ერთ-ერთი დამფუძნებელი. 2000–2006 წლებში მუშაობდა რადიო „105“-ში, 2017–2018 წლებში ― „კომედი რადიოში“. 2003–2021 წლებში იყო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გასართობი გადაცემების („შაბათის შოუ“, „კომედი შოუ“, „ქლაბ შოუ“) ტელემსახიობი და სცენარისტი. 2021 წლიდან მუშაობს ტელეკომპანია „ფორმულაში“.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გახმოვანება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]