მიქსტეიპი
მიქსტეიპი — თანამედროვე მუსიკალურ ინდუსტრიაში გაგებული, როგორც მუსიკალური პროექტი, რომელიც ალბომებთან ან EP-ებთან შედარებით ნაკლებად შეზღუდულ და თავისუფალ ფორმატს წარმოადგენს. მიქსტეიპები ხშირად აღიქმება, როგორც უფრო „დაუდევრი“ პროექტები, რომლებიც მუსიკოსებს შემოქმედებითი თავისუფლებისა და კომერციული წნეხისგან თავის დაღწევის საშუალებას აძლევს. ტერმინის პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო წლებში, რაც დაკავშირებულია ცნობილი მუსიკოსების მიერ თავიანთი ნამუშევრების ამ ფორმატში გამოშვებით.
ისტორიულად, მიქსტეიპები განისაზღვრებოდა, როგორც სახლში შექმნილი მუსიკალური კომპილაციები კასეტებზე, CD-ებზე ან დიგიტალურ პლეილისტებზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჰიპ-ჰოპ კულტურაში. ისინი ხშირად ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის პლატფორმას წარმოადგენდნენ.
დღესდღეობით, ხშირად მიქსტეიპი მარკეტინგის ინსტრუმენტია, ალბომის-მზგავსი პროექტებისთვის. როგორც ინგლისური ლექსიკონი (dictionary.com) აღნიშნავს, „ალბომსა და მიქსტეიპს შორის ხაზი ბუნდოვანდება“, ხოლო სტრიმინგის ლატფორმები ამ გადაწყვეტილებას თავად მუსიკოსებს უტოვებენ.