შინაარსზე გადასვლა

მიქლიო (გვარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიქლიო

მიქლიო
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  მიქლიოსნაირნი
ოჯახი:  მიქლიოსებრნი
გვარი:  მიქლიო
ლათინური სახელი
Cantharellus Adans. ex Fr.

მიქლიო (ლათ. Cantharellus) — ბაზიდიუმიანი სოკოების გვარი, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს მსოფლიოს ყველა კონტინენტს გარდა ანტარქტიდისა. მიკორიზას ქმნის სხვადასხვა სახეობის ხეებთან და მცენარეებთან.

ნაყოფსხეული ძაბრისებრი ფორმისაა, როგორც წესი, ყვითელი ან მოწითალო ფერის, იშვიათად მოთეთრო (მაგ., Cantharellus subalbidus) ან მონაცრისფრო (Cantharellus cinereus). ქუდი ხორცოვანი, საკმაოდ სქელია, ბლაგვი კიდეებით.[1] ფეხი — რამდენადმე სქელი, ხორცოვანი და მოკლე. ჰიმენოფორი — ფსევდოფირფიტოვანი, დანაოჭებულია, არ სცილდება ფეხს ან ქუდს. რბილობი თეთრი ან ყვითელი ფერისაა, გაჭრისას უმეტესი სახეობა ლურჯდება, იშვიათად — წითლდება ან ფერს არ იცვლის. სპორების მტვერი ყველა სახეობას თეთრი ფერის აქვს.[2]

ამ გვარში შხამიანი სახეობა არ მოიძებნება,[3] თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამ სოკოებს ჰყავთ რამდენიმე შხამიანი ორეული, მაგ., ომფალოტუსის რამდენიმე სახეობა.[4]

მრავალი სახეობა ამ გვარიდან შეიცავს კაროტინოიდებს, როგორიცაა ბეტა-კაროტინი Cantharellus cibarius-სა (მიქლიო) და Cantharellus minor-ში, და კანთაქსანტინს Cantharellus cinnabarinus-სა და Cantharellus friesii-ში. ისინი ასევე შეიცავენ D ვიტამინის მნიშვნელოვან რაოდენობას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. White, Edward A. A Preliminary Report on the Hymeniales of Connecticut. — BiblioBazaar, LLC, 2008. — 164 с. — ISBN 0554947374.
  2. Stevenson, John. British Fungi (Hymenomycetes). — BiblioBazaar, LLC, 2009. — 342 с. — ISBN 1113633565.
  3. Marley, Greg A. Chanterelle Dreams, Amanita Nightmares. — Chelsea Green Publishing, 2010. — 288 с. — ISBN 1603582142.
  4. McKnight, Kent H., McKnight, Vera B., Peterson, Roger T. A Field Guide to Mushrooms: North America. — 2. — Houghton Mifflin Harcourt, 1992. — 448 с. — ISBN 0395910900.