მიქლიოსებრნი
მიქლიოსებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() მიქლიო | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Cantharellaceae J. Schröt. (1888) | ||||||||||||
|
მიქლიოსებრნი (ლათ. Cantharellaceae) — სოკოების ოჯახი მიქლიოსნაირთა რიგისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს მსოფლიოს ყველა კონტინენტს გარდა ანტარქტიდისა.[1] 2008 წლის მონაცემებით ოჯახში ერთიანდებოდა 5 გვარი და დაახლოებით 90-მდე სახეობა.[2]
გააჩნია გლუვი, დანაოჭებული ან ფირფიტებისმაგვარი (ფსევდოფირფიტები) ჰიმენოფორი. ნაყოფსხეული, როგორც წესი ძაბრისებრი ფორმისაა, ხორცოვანი, ხშირად მკვეთრად შეფერილია ყვითლად, ნარინჯისფრად, ჟანგმიწისფრად, მონაცრისფროდ ან მოყავისფროდ. რბილობი ელასტიური ან მკვრივია. სპორების მტვერი — თეთრი ან ღიად შეფერილი. მიკორიზას წარმოქმნიან სხვადასხვა სახეობის ხეებთან და მცენარეებთან. მიქლიოსებრთა ოჯახი მოიცავს ისეთ საჭმელად ვარგის სახეობებს როგორებიცაა Cantharellus cibarius (მიქლიო), Cantharellus lutescens და Craterellus cornucopioides (ძაბრასოკო). ასევე მოიცავს სხვა არასაჭმელ სოკოებს, თუმცა შხამიანი სახეობები არ მოიძებნება.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მიქლიოსებრნი“ ვიკისაწყობში.
- The მიქლიოსებრნი — Mushroom Expert
- Taxonomy in Transition: The Cantharellus/Craterellus Clade
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Cantharellaceae. ბიომრავალფეროვნების გლობალური საინფორმაციო ფონდი. ციტირების თარიღი: 8 აპრილი, 2025.
- ↑ Kirk PM, Cannon PF, Minter DW, Stalpers JA, eds. (2008). Dictionary of the Fungi (10th ed.). Wallingford, Oxford: CABI. ISBN 978-0-85199-826-8.