მიქაელ ტარივერდიევი
მიქაელ ლეონის ძე ტარივერდიევი (სომხ. Միքայել Թարիվերդիև, რუს. Микаэ́л Лео́нович Тариверди́ев; დ. 15 აგვისტო, 1931, თბილისი — გ. 25 ივლისი, 1996, სოჭი) — საბჭოთა კომპოზიტორი. სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1977), რსფსრ-ის სახალხო არტისტი (1986).
მიქაელ ტარივერდიევი 132 კინო-მუსიკის ავტორია. ასევე შექმნილი აქვს 100 რომანსი, 4 ოპერა, 4 ბალეტი და ორღანისთვის შექმნილი მუსიკა.