მიქაელ მხედარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მიქაელ მხედარი
გარდაიცვალა 886
პოტუკი
ხსენების დღე 5 დეკემბერი

მიქაელ მხედარი (გ. 886) — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 22 ნოემბერი, ახალი სტილით — 5 დეკემბერი. მართალი მიქაელ მხედარი ბულგარელი იყო. იგი ბავშვობიდანვე კეთილმსახურებით იღვწოდა. არსებობს გადმოცემა, რომ წმინდა მიქაელმა ლოცვით მოკლა საშინელი გველეშაპი, რომელიც ადამიანებს იტაცებდა. წმინდანი მშობლიურ ქალაქ პოტუკში გარდაიცვალა 886 წელს. აქედან მისი უხრწნელი ნაწილები ქალაქ ტირნოვოში გადაასვენეს, XIX საუკუნის დასაწყისში კი — ვლახეთში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.