მიქაელ მწერალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მიქაელ.

მიქაელ მწერალი — XI საუკუნის ქართველი კალიგრაფი. 1054 წელს გადაუწერია ოთხთავი (ხელნაწერთა ინსტიტუტი, S-962), რომელიც XI საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია. ხელნაწერი ძალიან იყო დაზიანებული, ამჟამად აღდგენილია. ეტრატზე ყავისფერი მელნით, ასომთავრულით ორ სვეტად ნაწერი ტექსტი ოსტატის დახვეწილ ხელოვნებაზე მიუთითებს. ნაწერი ლამაზია, ასოები პროპორციული და მკაფიო, სვეტებს შორის ოქროსფერი წერტილებია, ზოგი საზედაო ასო მორთულია. ტექსტს ამკობს მაღალი გემოვნებით შესრულებული თავსამკაულები.

მიქაელ მწერალი გამოირჩევა კოლორიტის ფაქიზი გრძნობით. წყვილი სვეტებით გაფორმებული კამარები, რომლითაც პირველი 6 გვერდი უჭირავს, მხატვრულად დასრულებული კომპოზიციებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]