მიქაელ თავრიზიანი
მიქაელ არსენის ძე თავრიზიანი (დ. 27 მაისი [ ძვ. სტ. 14 მაისი], 1907, ბაქო, აზერბაიჯანი — გ. 17 ოქტომბერი, 1957, ერევანი, სომხეთი) — სომეხი დირიჟორი, სსრკ სახალხო არტისტი (1956).
დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორია ალტისა (1932) და სადირიჟორო (1934, ა. გაუკის კლასი) განხრებით. 1925 წლიდან უკრავდა ლენინგრადში ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტში და აგრეთვე სომფონირ ორკესტრებში. 1934 წელს იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, 1935 წლიდან — ერევნის სპენდიარიანის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, 1938-იდან კი — მთავარი დირიჟორი. ერევნის ოპერის თეატრში მისი დირიჟორობით დაიდგა როგორც ეროვნული, ისე რუსული და დასავლეთ ევროპული კლასიკური ოპერები (ჩუხაჭიანის „არშაკ II“, სტეფანიანის „გმირი ქალი“, ვერდის „ოტელო“ და „აიდა“, გლინკას „ივან სუსანინი“, ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“ და „იოლანტა“ და სხვა). გამოდიოდა როგორც სიმფონიის დირიჟორი. სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1946, 1951). სსრკ IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და შრომის წითელი დროშის ორდენით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 569.
- სომეხი დირიჟორები
- დაბადებული 27 მაისი
- დაბადებული 1907
- გარდაცვლილი 17 ოქტომბერი
- გარდაცვლილი 1957
- სომხეთის სსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სომხეთის სსრ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- ლენინის ორდენის კავალრები
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- კავკასიის დაცვისათვის მედლით დაჯილდოებულები
- სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტები