მიუფიდე ქადრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მიუფიდე ქადრი
Müfide Kadri
Mufide Kadri.jpg
დაიბადა 1890
დაბადების ადგილი სტამბოლი, თურქეთი
გარდაიცვალა 1912 (21-22 წლის)
გარდაცვალების ადგილი სტამბოლი, თურქეთი
ეროვნება თურქეთის დროშა თურქი
სფერო ფერწერა

მიუფიდე ქადრი (თურქ. Müfide Kadri; დ. 1890, სტამბოლი, თურქეთი — გ. 1912, სტამბოლი, თურქეთი) — თურქი მხატვარი და კომპოზიტორი. ერთ-ერთი პირველი ქალი მხატვარი თურქეთში და ოსმალეთის იმპერიის პირველი პროფესიონალი ხელოვნების მასწავლებელი. ქადრი ძირითადად ქმნიდა პორტრეტებს და ტილოებს ფიგურების გამოსახულებით.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქადრიმ, ჯერ კიდევ ბავშვობისას დაკარგა თავისი დედა და აყვანილ იქნა უშვილო წყვილის, ქადრი ბეის და მისი ცოლის მიერ, რომლებიც მისი შორეული ნათესავი.[1] მას მთლიანად სახლში ასწავლიდნენ კერძო მასწავლებლები, რომლებმაც აღმოაჩინეს მისი მხატვრული ნიჭი.

ავტოპორტრეტი

ათი წლის ასაკში დაიწყო სერიოზულად ხატვა, რა დროსაც გაკვეთილებს ესწრებოდა ოსმან ჰამდი-ბეითან.[2] შემდეგ მან მხატვრობის გაჯვეთილები სალვატორე ვალერისთან (1856-1946) მიიღო, რომელიც „Sanayi-i Nefise Mektebi“-ში (სახვითი ხელოვნების სკოლა, დღეს მიმარ სინანის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტის ნაწილი) იტალიელი პროფესორი იყო. იგი ასევე ისწავლა დაკვრა ფორტეპიანოზე, ვიოლინოზე და ტრადიციულ ინსტრუმენტებზე, როგორებიცაა უტი და ქამანჩა.[3]

ჰამდი ბეის დაჟინებით, მან მიუნხენის გამოფენაზე რამდენიმე ნამუშევარი გაგზავნა, სადაც ისინი ოქროს მედლით დაჯილდოვდნენ.[2] ცოტა ხნის შემდეგ, მიუფიდე გახდა სტამბოლის გოგონების უმაღლესი სკოლის მუსიკის მასწავლებელი, ხოლო მოგვიანებით მას დაევალა ხელოვნებისა და ქარგვის მასწავლებლობაც. ასევე ადილე სულთანის სასახლეში, აბდულჰამიდ II-ის ქალიშვილს ხატვას ასწავლიდა.[3] ამ პერიოდში, მან ასევე სხვადასხვა პოეტების ლექსებზე სიმღერებს თხზავდა, რომლებიც რამდენიმე კულტურულ ჟურნალში გამოქვეყნდა.

1911 წელს სტამბოლის საოპერო საზოგადოების მიერ ჩატარებულ გამოფენაზე მისი ნამუშევრების ჩვენებიდან ცოტა ხნის შემდეგ, მიუფიდეს ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ დიაგნოზის გვიან დასმის გამო, ეფექტური მკურნალობის უზრუნველყოფა შეუძლებელი იყო და მომდევნო წელს ის გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ქადრის ორმოცი ნამუშევარი გაიყიდა „ოსმალეთის მხატვრების საზოგადოების“ სასარგებლოდ.[3] ქადრი ბეიმ დიდი მწუხარება იგრძნო, რის გამოც იგი მექაში წავიდა და იქ ცხოვრობდა, სანამ იძულებით არ დატოვა ქალაქი, როდესაც ოსმალეთის იმპერია დაიმხო.[1]

დაკრძალეს ქარაჯააჰმეთის სასაფლაოზე. მისი საფლავის ქვას ამშვენებს ცნობილი კალიგრაფერის, ისმაილ ჰაქი ალთინბეზერის წარწერა, ხოლო მისი ცხოვრება აისახა მწერალ ედიფ ადივარ ჰალიდეს ნამუშევარში სახელად „Son Eseri“ (ბოლო ნამუშევარი).

გამორჩეული ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Brief biography @ Sanal Müze "Retrospektif".
  2. 2.0 2.1 Biographical notes @ Forum Gerçek.
  3. 3.0 3.1 3.2 Curriculum Vitae @ the İstanbul Kadın Müzesi.