მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია | |
---|---|
გერმ. Münchener Sicherheitskonferenz ინგლ. Munich Security Conference | |
![]() | |
![]() | |
დევიზი | Frieden durch Dialog |
აბრევიატურა | MSC და SiKo |
შეიქმნა | 1963 |
ტიპი | ფონდი და annual event |
მიზანი | საგარეო და სამხედრო პოლიტიკა |
მდებარეობა | ბაიერიშერ ჰოფი, მიუნხენი |
დამფუძნებელი (-ები) | Ewald-Heinrich von Kleist-Schmenzin |
ქვეყანა | გერმანია |
https://securityconference.org/ |
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია (გერმ. Münchener Sicherheitskonferenz, ინგლ. Munich Security Conference) — ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც იმართება მიუნხენში (გერმანია) 1963 წლის თებერვლიდან, სადაც პოლიტიკოსები, სამხედრო და ბიზნესის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და უსაფრთხოების ექსპერტები განიხილავენ უსაფრთხოების სფეროს აქტუალურ საკითხებს დიპლომატიური და პროტოკოლური წესების გარეშე. კონფერენციის მთავარი მიზანია საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის აქტუალური საკითხების განხილვა. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კონფერენცია ამ ტიპის საკითხებზე. ადრე მას ეწოდებოდა კონფერენცია სამხედრო საკითხებზე (გერმ. Wehrkundetagung) და მიუნხენის კონფერენცია უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ. კონფერენცია იმართება სასტუმრო ბაიერიშერ ჰოფში (გერმ. Bayerischer Hof). ორგანიზატორია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფონდი (არაკომერციული ორგანიზაცია) (გერმ. die Stiftung Münchner Sicherheitskonferenz (gemeinnützige) GmbH).
1998 წლამდე კონფერენციის დამფუძნებელი და დირექტორი იყო გერმანელი გამომცემელი ევალდ-ჰაინრიხ ფონ კლაისტ-შმენტცინი. 1999 წლიდან ამ როლს ასრულებდა გერმანიის კანცლერის ჰელმუტ კოლის ყოფილი მრჩეველი საგარეო და თავდაცვის საკითხებში ჰორსტ ტელჩიკი, 2009 წლიდან — ვოლფგანგ იშინგერი, 2022 წლიდან — კრისტოფ ჰეუსგენი.
პირველი 30 წლის განმავლობაში ფორუმის მონაწილეები იყვნენ ნატოს ქვეყნების სამხედრო და პოლიტიკური ლიდერები, პოლიტოლოგები და მედიის წარმომადგენლები. 1990-იანი წლებიდან კონფერენციაში ჩაერთვნენ რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების (1995 წლიდან), ჩინეთის, ინდოეთისა და იაპონიის წარმომადგენლებიც.