მიუნცკაბინეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მიუნცკაბინეტი (გერმ. Münzkabinett) — მონეტების კაბინეტი, სადაც დაცული იყო კოლექციონერების მიერ შეგროვებული მასალა და წარმოებდა მათი შესწავალა. XVIII საუკუნეში ხუთი ასეთი ცენტრი შეიქმნა: სამეფო ან საიმპერატორო ნუმიზმატიკური ცენტრები ვენაში, ბერლინში, პარიზში, ლონდონსა და პეტერბურგში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნუმიზმატიკის კაბინეტი დაარსდა 1924 წელს აკად. ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით, რომელსაც დღიდან მისი დაარსებისა სათავეში ედგა თამარ ლომოური. 1931 წელს უნივერსიტეტის ნუმიზმატიკური კაბინეტის მონეტები და ინვენტარი გადაეცა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს და აქ უკვე მეორე გამოჩენილი ქართველი მეცნიერის აკად. დავით ჩუბინაშვილის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა ნუმიზმატიკურ უჯრედს, რომელიც შემდეგში განყოფილებად გადაიქცა.