შინაარსზე გადასვლა

მიუნირ იოზქული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიუნირ იოზქული
მშობლიური სახელი Münir Özkul
დაბადების სახელი მიუნირ იოზქული
დაბადების თარიღი 15 აგვისტო 1925
ბაქირქოი, სტამბოლი, თურქეთი
გარდაცვალების თარიღი 5 იანვარი, 2018 (92 წლის)
ბეიოღლუ, სტამბოლი, თურქეთი
გარდაცვალების მიზეზი ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
დაკრძალულია ბაქირქოის სასაფლაო
ეროვნება თურქი
მოქალაქეობა თურქეთის დროშა თურქეთი
განათლება სტამბოლის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1940-2003
მეუღლე(ები) სუნა სელენი
უმან იოზქული (1986-2018)
შვილ(ებ)ი გიუნერ იოზქული (დ. 1966)

მიუნირ იოზქული (თურქ. Münir Özkul; დ. 15 აგვისტო, 1925, ბაქირქოი, სტამბოლი, თურქეთი — გ. 5 იანვარი, 2018, ბეიოღლუ, სტამბოლი, თურქეთი) — თურქი მედაჰი, კინოსა და თეატრის მსახიობი.

ადრეული წლები და კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუნირ იოზქული დაიბადა 1925 წლის 15 აგვისტოს, სტამბოლში. დაამთავრა სტამბოლის ვაჟთა ლიცეუმი. სამსახიობო კარიერა ჯერ ლიცეუმში სწავლის დროს, 1940 წელს, ბაქირქოის სახალხო თეატრში დაიწყო. გარკვეული დრო სტამბოლის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლის შემდეგ, სწავლა ამავე უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტზე გააგრძელა.

1948 წელს, ხმის თეატრში დადგმული სპექტაკლით — „სიყვარულის ხიდი“-თ, იოზქული თავისი პროფესიული კარიერა დაიწყო. ამის შემდეგ, მუჰსინ ერთუღრულის გამგეობაში მყოფ ქიუჩუქ თეატრში გადავიდა.[1] ამ პერიოდში ითამაშა ისეთ სპექტაკლებში, როგორიცაა ჯონ სტეინბეკის „თაგვებსა და ადამიანებზე“ (1951), ჯონ მილინგტონ სინჯის „დასავლური სამყაროს ფლეიბოი“-ში, ჯორჯ აქსელროდის „ზაფხულის მარტოხელა“-ში (1954), ჯონ პატრიკის „ჯეიჰანე“-ში (1955). შემდგომში, თავის მეგობრებთან ერთად შექმნილ ჯგუფის შემადგენლობაში გამოდიოდა სტამბოლის საქალაქო თეატრში (1958-59), ანკარის სახელმწიფო თეატრსა (1959-60) და სტამბოლის აქსარაის კვარტალში მდებარე ბულვარის თეატრში (1960-62). 1963-67 წლებში, სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად ტურნეში გადიოდა.

1978 წელს, ისევ საქალაქო თეატრებში დაბრუნდა. 1983-84 წლებში, თავისი ჯგუფის მიერ დადგმული სპექტაკლით (1961), ჟან ანუის „გენერლის სიყვარული“-თ, დორმენის თეატრში გამოვიდა. 1980 წლების შუა რიცხვებში ფერჰან შენსოის „ორთაოიუნჯულარის“ ჯგუფს შეუერთდა. ჯგუფთან ერთად ოთხ სპექტაკლში გამოსვლის შემდეგ, სცენას დაემშვიდობა.

ფართოდ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც 1970-იან წლებში მელოტი მაჰმუტის როლი შეასრულა ფილმში „ჰაბაბამის კლასი“. 1998 წელს, მას „სახელმწიფო არტისტის“ წოდება მიენიჭა.

იოზქული 4-ჯერ იყო დაქორწინებული და სამი შვილი ჰყავს. მსახიობი და წამყვანი გიუნერ იოზქულის მამაა.[2]

იოზქულმა სიცოცხლის გარკვეული ნაწილი ალკოჰოლიზმთან ბრძოლაში გაატარა, რომელსაც საბოლოოდ 1990-იანი წლების შუახანებში თავი დაანება.[2]

ავადმყოფობა და სიკვდილი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოზქული, 2003 წლიდან ებრძოდა დემენციასა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებას, ამ დროიდან იგი სახლიდან გარეთ არ გადიოდა და არავის ხვდებოდა. დავადებებიდან გამომდინარე, მას ასევე მეხსიერების პრობლემებიც გაუჩნდა.[3] საბოლოოდ, 2018 წლის 5 იანვარს, სტამბოლის ჯიჰანგირის კვარტალში, თავის სახლში, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.[4][5] 2018 წლის 7 იანვარს, ჰარბიეს მუჰსინ ერთუღრულის თეატრში გამართული სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ, იგი თეშვიკიეს მეჩეთში გადაასვენეს, ხოლო შემდეგ ბაქირქოის სასაფლაოზე დაკრძალეს.[6]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. "Aktör dediğin nedir ki? Er geç unutuluyorsun", Sabah, 20 Ağustos 2004 დაარქივებული 2007-09-30 საიტზე Wayback Machine. ნახვის ბოლო თარიღი: 15 სექტემბერი 2007
  2. 2.0 2.1 "Babam evlenmekten korkmaz boşanamamaktan korkar", Hürriyet, 8 იანვარი 2006 ნახვის ბოლო თარიღია: 15 სექტემბერი 2007
  3. ",28 იანვარი 2013 ნახვის ბოლო თარიღია: 17 აგვისტო 2013
  4. Son dakika haberi... Münir Özkul hayatını kaybetti
  5. Yeşilçam'ın çınarı Münir Özkul hayatını kaybetti. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-06. ციტირების თარიღი: 2018-01-06.
  6. munir ozkulu ugurluyoruz[მკვდარი ბმული]