მისურის პლატო
მისურის პლატო | |
---|---|
მისურის პლატო | |
კოორდინატები: 46°00′01″ ჩ. გ. 99°00′02″ დ. გ. / 46.00028° ჩ. გ. 99.00056° დ. გ. | |
ქვეყანა | აშშ |
ტერიტორიული ერთეული | ჩრდილოეთი დაკოტა სამხრეთი დაკოტა |
სიგრძე | 320 კმ |
სიგანე | 40–120 კმ |
სურათები ვიკისაწყობში |
მისურის პლატო,[1] მისურის კოტო[შენიშვნა 1][2] (ინგლ. Missouri Plateau; ფრანგ. Coteau du Missouri) — ვრცელი პლატო, რომელიც გადაჭიმულია მდინარე მისურის ხეობის აღმოსავლეთ მხარეს ჩრდილოეთ დაკოტის ცენტრალურ და სამხრეთ დაკოტის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში, აშშ-ში. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 320 კმ-ზე, ხოლო სიგანე ცვალებადობს 40–120 კმ ფარგლებში.[3] სიმაღლე 600–800 მ. ტერიტორიის 50–80 % დამრეც კალთებს უკავია. დახრილია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. წარმოადგენს კოტო-დე-პრერის დასავლეთ ანალოგიას.[3]
კანადის პროვინციებში სასკაჩევანსა და ალბერტაში ეს ფიზიოგრაფიული რეგიონი განიხილება, როგორც მისურის კოტოს მაღლობი, როგორც დიდი ვაკეების პროვინციის ან ალბერტის პლატოს რეგიონის ნაწილი, რომელიც გადაჭიმულია სასკაჩევანის პროვინციის სამხრეთ-დასავლეთი კიდის და ალბერტის პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთი კიდის გასწვრივ.[4]
ისტორიულად, კანადაში ტერიტორია ცნობილია როგორც პალისერის სამკუთხედი და მიიჩნეოდა დიდი ამერიკული უდაბნოს გაგრძელებად და სოფლის მეურნეობისათვის გამოუსადეგარ ტერიტორიად. რელიეფისთვის დამახასიათებელია დაბალი ბორცვაკები, ტალღოვანი ბორცვები, დუბეები და მინდვრები. არის ტბები და ჭაობები.[5] ჩამონადენი ზოგადად სიმეტრიულია. მთავარი მდინარეა მისური. აღმოსავლეთი კალთის ჩამონადენი პარალელური ნაკადებით მიემართება მდინარე ჯეიმზისკენ, ხოლო დასავლეთი ნაწილი არასიმეტრიული ნაკადებით მდინარე მისურისკენ.[6] დიდი მდინარეების გასწვრივ ძლიერაა დანაწევრებული ხევებით, რომლებიც ადგილ-ადგილ ბედლენდებს ქმნიან.[7]
გეოლოგიურად, წარმოადგენს დიდი ვაკეების გაგრძელებას დაკოტაში და მთავარი პლატოსგან გამოყოფილია დასავლეთით მისურის ტრანშეით. პლატოზე დაფენილია პიერ-შეილი, რომელიც დაფარულია მრავალჯერადი გამყინვარების მტკიცე დანალექებით. პლატო აგრეთვე შეიცავს ლიგნიტის, მირაბილიტისა და ბენტონიტის დანალექებს.[8]
მისურის პლატოს ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდეს მთელ სიგრძეზე გასდევს მისურის ესკარპი, რომლის გენეზისის საკითხი სადავოა გეოლოგთა შორის.[9] მისურის პლატოს აღმოსავლეთ ნაწილს ეწოდება მისურის კოტო, სადაც ფრანგული სიტყვა „Coteau“ ნიშნავს „პატარა ბორცვს“.[10] გაბატონებულია სავსებით მშრალი სემიარიდული კლიმატი. მდიდარია ფაუნით.[11]
გარდა იმისა, რომ იგი გეოგრაფიული რეგიონია, მისურის პლატოს აგრეთვე გააჩნია კულტურული კავშირი ადგილობრივ ხალხთან, სამხრეთი დაკოტის მეტისებთან და აგრეთვე სხვა მკვიდრ ჯგუფთან. მოჰყავთ მარცვლოვანი კულტურები; მოშენებულია სასოფლო-სამეურნეო ცხოველები.[12]
სახელწოდება მისურის კოტო ან კოტო-დიუ-მისური ფრანგი მოვაჭრეების ეპოქასთანაა დაკავშირებული. გეოგრაფიულ ლიტერატურაში გვხვდება სამივე სახელწოდება.[3]
შენიშვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სპეციალური გეომორფოლოგიური ტერმინი „კოტო“ — ბორცვებისა და პლატოების კიდის ქანობი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Hudson, John C. (2002). Across this Land: A Regional Geography of the United States and Canada. JHU Press. p. 296. ISBN 978-0-8018-6567-1
- ↑ Fernand Joly, Glossaire de Géomorphologie. Base de données sémiologiques pour la cartographie, Armand Colin, 1997, p. 95.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Robert A. Speck. The Coteau du Missouri : A Regional Study. 1988
- ↑ David J. Wishart. Encyclopedia of the Great Plains. 2004
- ↑ North Dakota | State, United States | Encyclopedia Britannica
- ↑ J.C. Olson, D. R. Shawe, L.C. Pray, and W. N. Sharp. Rare-earth mineral deposits of the Mountain Pass District, San Bernardino County, California. pp. 12-14
- ↑ William Edwards Powers. Physical geography. 1966
- ↑ Phillips, Beeri, DeKeyser, R., L. ,O.. Remote wetland assessment for Missouri Coteau prairie glacial basins. Wetlands. ციტირების თარიღი: 20 ნოემბერი 2019
- ↑ Flooding in the Grand Forks- East Grand Forks North Dakota and Minnesota Area. LeFever, Bluemle, & Waldkirch, North Dakota Geological Survey: 1997
- ↑ Geology of the Area | Knife River Indian Villages National Historic Site
- ↑ Mark J. Lewis. North Dakota: Past and Present. New York. 2011
- ↑ Lass, William (1965). „The Fur Trade on the Upper Missouri“. Business History Review (Pre-1986). 3. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი 2019.